error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
სიახლეები
დიალოგი უცხოელ სტუმართან
30 ივლისს ჯიჯი-ს საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა ბრიტანელ სტუმრებს კრის ტეილორს და მეირიონ რობერტს უმასპინძლეს. შეხვედრა თავისუფალი დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ბავშვებმა სტუმრებს ბევრი საინტერესო შეკითხვა დაუსვეს და თავადაც უპასუხეს სტუმართა კითხვებს. ბრიტანელ სტუმრებთან საუბარმა ბავშვებს ცხადად დაანახა ინგლისური ენის ცოდნის საჭიროება და უპირატესობა და ასევე შესძინა თავდაჯერებულობა.
[ სრულად ]
31 ივლისი, 2014 წ.
Pre-school -ის პირველი გამოშვება
ჯიჯის“ ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა. ამჯერად ივენთ ჰოლის დიდმა სცენამ Pre-school- ის პატარა აღსაზრდელებს უმასპინძლა. მოზარდებმა სტუმრების წინაშე რამდენიმე მუსიკალურ- ქორეოგრაფიული ნომერი გაიტანეს . პატარა ჯიჯიელებმა სცენა თავიანთი სიკეკლუცით დაიპყრეს და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს..
[ სრულად ]
22 ივლისი, 2014 წ.
ინგლისურენოვან საზაფხულო სკოლაში ნორჩი გიდები მომზადდნენ

"ჯიჯი" გიმნაზიის ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა "მე საქართველოს ელჩი" პროგრამის ფარგლებში მოამზადეს და გააკეთეს პრეზენტაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე. თითოეულმა გიდმა საკუთარ პრეზენტაციაში წარმოადგინა საქართველოს ერთერთი კუთხის ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაოებები; ტრადიციული კერძები,  კლიმატი, მცხოვრები ხალხის ხასიათი და მოუწოდა უცხოელ ტურისტებს სწვეოდნენ ამ კუთხეს.

[ სრულად ]
19 ივლისი, 2014 წ.
ფიცის მიღება

"ჯიჯის" ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლის აღსაზრდელებმა ფიცი დადეს, რომ სკოლის მუშაობის მთელი პერიოდის მანძილზე იქნებიან აქტიურები და მეგობრულები. ფიცის დადება საზეიმო ვითარებაში ჩატარდა.

[ სრულად ]
10 ივლისი, 2014 წ.
დოკუმენტური ფილმი სამეგრელოზე

„ჯიჯის“ მედია-ლაბორატორიაში ბოლო სამი დღეა დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით გენერალური რეპეტიციები მიმდინარეობს. ისტორიის პედაგოგი ხათუნა პერტია და მედია-ლაბორატორიის ხელმძღვანელები V-VI კლასის მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად ფილმის მომზადებასთან დაკავშირებით ბოლო და აუცილებელ დეტალებს განიხილავენ. დოკუმენტური ფილმი „სამეგრელო„, რომლის ხანგრძლივობაც 45 წუთი იქნება, მთლიანად ეთმობა ჩვენი კუთხის ისტორიულ მიმოხილვას. ფილმის მთავარი გმირები გიმნაზიის მოსწავლეები არიან. დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია „ჯიჯის“ დაბადების დღეს, სექტემბრის თვეში იგეგმება.

[ სრულად ]
04 ივლისი, 2014 წ.
"ჯიჯი" უკვე ემზადება მომავალი სასწავლო წლისთვის

ზაფხულის არდადეგები დაიწყო, მაგრამ გიმნაზიის ადმინსტრაცია და მასწავლებლები მომავალი სასწავლო წლის სამზადისს შეუდგნენ. დღევანდელ შეხვედრაზე გონებრივი იერიშის გამოყენებით თავი მოეყარა ყველა იდეას, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი სასწავლო წლის ეფექტურად დაწყებასა და წარმართვას. გათვალისწინებულია საზაფხულო მიზნობრივ აქტივობებში გიმნაზიის მოსწავლეთა ჩართვა.

[ სრულად ]
01 ივლისი, 2014 წ.
გიმნაზიის საპატიო პრეზიდენტის შეხვედრა პედაგოგებთან
30 ივნისს ჯიჯის პედაგოგთა გუნდს გიმნაზიის საპატიო პრეზიდენტი ბატონი ალექსანდრე ღურწკაია შეხვდა და პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა. მან ხაზი გაუსვა ამ წლის მნიშვნელობას სკოლის აწმყოსა და მომავლისთვის და პედაგოგებს გაუზიარა თავისი საინტერესო შეხედულებები სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით.
[ სრულად ]
30 ივნისი, 2014 წ.
ინგლისურენოვანი სპექტაკლი „ზღაპარი ზღაპარში“

24 ივნისს, GG ივენთ ჰოლში ჩატარდა ინგლისურენოვანი სპექტაკლი „ზღაპარი ზღაპარში“. პსექტაკლში მონაწილეობდნენ ჯიჯის დრამის კლუბის წევრები. ბავშვებმა სცენაზე გააცოცხლეს ზღაპრების: „კონკია“, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ და „მზეთუნახავი და ურჩხული“ გმირები.

[ სრულად ]
26 ივნისი, 2014 წ.
სასწავლო წლის შეჯამება ჯიჯი ტრიბუნასთან
ჯიჯის“ მედია-ლაბორატორიაში დღეს V-VI კლასის მოსწავლეებმა გასული სასწავლო წელი შეაჯამეს. მოზარდები ტრიბუნასთან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებს სვამდნენ. მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ნაყოფიერ სასწავლო წელზე, მათ გიმნაზიაში ჩატარებული აქტივოვებები გაიხსენეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი წელიც ასეთივე საინტერესო და აქტიური იქნება.
[ სრულად ]
25 ივნისი, 2014 წ.
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.