ჯიჯი-ს ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლის მოსწავლეები ნოჯიხევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარსა და ხობის საბრძოლო დიდების მუზეუმში იმყოფებოდნენ.
ბავშვების ამ ადგილებში გაყვანა საზაფხულო სკოლის ერთერთი პროექტის,“მე საქართველოს ელჩი”, ფარგლებში მოხდა. მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე ისაუბრეს ამ ძეგლების ისტორიაზე, მდებარეობასა და მნიშვნელობაზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ნასწავლ ფრაზებს ბავშვები წარმატებით გამოიყენებენ ანალოგიურ სიტუაციებში და შეძლებენ გიდობა გაუწიონ ინგლისურად მოსაუბრე ვიზიტორებს. ბავშვებმა აღნიშნული რაიონის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაც არ დატოვეს უყურადღებოდ და ე.წ. პაპანწყვილის მიდამოებს ესტუმრნენ.რამდენიმე ხალისიანი ინგლისური სიმღერაც შეასრულეს, რითაც ირგვლივ მყოფთა გაოცება გამოიწვიეს.