ხუმრობები
hxubi bavshvze
ბავშვი შედის პატრულთან ოთახში და ეუბნება: პატრულო მამაჩემს ცემენო. პატრულმა უთხრა: წამო აბა მიჩვენე რომელი არის მამაშენი? - რა ვიცი ზუსტად მაგას არკვევენ.
სასწავლო გეგმა
თავი I.  გიმნაზიის მისია
მუხლი 1.  მისია
  1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად ალექსანდრე ღურწკაის საბუნებისმეტყველო   გიმნაზია ხელს უწყობს   ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას,  უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს  სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებასა და შესრულებაში.
  2. მიზნის მისაღწევად გიმნაზია ქმნის უსაფრთხო, ჯანსაღ და კეთილგანწყობილ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც თითოეულს აქვს ფართო არჩევანი, შესაძლებლობა  და მოტივაცია ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი განვითარების პოტენციალის წარმოსაჩენად   და გლობალურ კონკურენტულ გარემოში წარმატების მისაღწევად.
  3. გიმნაზიის ძირითადი პრინციპებია:
    ა) დაცულობა და უსაფრთხოება;
    ბ) ურთიერთპატივისცემა და   თანამშრომლობა;
    გ) საჭიროებების  დროული გამოვლენა და ადექვატური გამოხმაურება;
    დ) პრიორიტეტების დასახვა და სწავლის პროდუქტში ასახვა;
    ე) სიღრმისეული შემეცნება  და ცოდნის ტრანსფერი;
    ვ) თავისუფალი აზროვნება;
    ზ) ცოდნის პრაქტიკული გამოყენება;
    თ) მოტივაცია და შედეგზე ორიენტაცია;
    ი) ინდივიდუალური და ჯგუფური ინტერესებისა და ფორმების შეხამება.
თავი II.  დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა

მუხლი 2.  დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი
  1. გიმნაზიაში ისწავლება შემდეგი დამატებითი საგნები:
    ა) რუსული ენა;
    ბ) ქართული ცეკვა;
    გ) ჭადრაკი;
    დ) დრამა;
    ე) სოციალური და ფინანსური განათლება „აფლატუნი“;
    ვ) დამატებითი მეცადინეობა ინგლისურ ენაში.
  2. დამატებითი საგნები ისწავლება ფაკულტატური სტატუსით
  3. ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა გიმნაზიაში ტარდება დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა  ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად, რომლებიც პასუხობს მოსწავლეთა განსხვავებულ მოთხოვნილებასა და ინტერესებს,   კერძოდ
    ა) დამატებითი ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები;
    ბ) პროექტებზე დაფუძნებული სწავლება;
    გ) სასკოლო ღონისძიებები და კლასგარეშე საქმიანობები.
მუხლი 3.  დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების აღწერილობა
  1. რუსული ენა (ფაკულტატური)
    რუსული ენის სწავლება ეყრდნობა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამას. ისწავლება ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილისაგან განსხვავებული სქემით, კერძოდ  III, IV, V, VI კლასებში  ეთმობა კვირაში 2 საათი.
    მესამე კლასში რუსული ენის სწავლების მიზანია მოსწავლის ინტერესისა და მოტივაციის  სტიმულირება,  ლექსიკური  მარაგის  გამდიდრება. ძირითადი მიმართულება:  ზეპირმეტყველება – მოსმენა, მეტყველება. მესამე კლასის პროგრამის დასრულების შემდეგ  მოსწავლეს შეუძლია ლექსების, გამოცანების, გათვლების ზეპირად წაკითხვა. მარტივი დიალოგების, სიმულაციური სიტუაციების გათამაშება, საკლასო ინტერაქციაში მონაწილეობა, ბეჭდური ხელნაწერი ასოების  განსხვავება,  ასოების  გამოწერა  მოცემული  მაგალითის მიხედვით.
    მეოთხე კლასში რუსული ენის სწავლების მიზანია მოსწავლის ინტერესისა და მოტივაციის გაღრმავება და საბაზო საფეხურზე წარმატებული სწავლებისათვის მომზადება. მეოთხე კლასის პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია ლექსების, ანდაზების, გამოცანების, ზღაპრების ზეპირად კითხვა რუსული ენისათვის დამახასიათებელი ინტონაციისა და გამოთქმის დაცვით; ადაპტირებული ტექსტების დამარცვლით წაკითხვა; ხელის სწორი მიამრთულებით, გადაბმის წესების დაცვით 3–4 სიტყვიანი წინადადებების გადაწერა; საკლასო ინტერაქციაში მონაწილეობა, როლური თამაშების, დიალოგების, სიმულაციური სიტუაციების ინსცენირება; რუსულ ენაზე მარტივი  კომუნიკაციის  დამყარება.
    მეხუთე კლასში რუსული ენის სწავლების მიზანია მესამე და მეოთხე კლასებში მიღებული ზეპირი და წერითი უნარ–ჩვევების განმტკიცება და მოტივაციის სტიმულირება.მეხუთე კლასის პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ფლობენ ხმამაღალი კითხვის ტექნიკას; იგებენ თხრობითი ხასიათის ტექსტს, ახარისხებენ მიღებულ ინფორმაციას;ამოიცნობენ საკომუნიკაციო სიტუაციებს; მონაწილეობენ საკლასო ინტერაქციაში; ხელის სწორი მიმართულებით ბეჭდური წყაროდან იწერენ  მიკროტექსტებს; ავსებენ მარტივ ანკეტას; შეუძლიათ გრძნობების გამოხატვა; ცხოველის, საგნის, ადამიანის აღწერა და დახასიათება; ინფორმაციის გაცვლა პირადი მონაცემების, საქმიანობის,  ეროვნების,  ჯანმრთელობისა  და  ამინდის  შესახებ.
    მეექვსე კლასში რუსული ენის სწავლების მიზანია მოსწავლის ინტერესისა და მოტივაციის გაღრმავება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება და ახალი ლექსიკის აქტივაცია. მეექვსე კლასში მოსწავლეები კითხულობენ ადაპტირებულ, თხრობითი ხასიათის ტექსტებს, გამოაქვთ აზრი;  გამოხატავენ ემოციებს: ფლობენ  გაცნობითი და შესწავლითი კითხვის სტრატეგიებს; შეუძლიათ მოკლე ტექსტის შინაარსის ზეპირი გადმოცემა; მოკლე კარნახის  წერა. მეექვსე კლასიდან მოსწავლეები ეცნობიან რუსული საბავშვო მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს ორიგინალში, აფასებენ სხვადასხვა ლიტერატურული პერსონაჟის  ქმედებას.
    შეფასების პრინციპია ჩათვლა.
    დამხმარე საგანმანათლებლო რესურსი: რუსული ენა. ავტორი: მარინე ბარსეგოვა. გამომცელობა „ოცდამეერთე”
  2. ქართული ცეკვა (ფაკულტატური)
    ქართული ცეკვას ეთმობა კვირაში   I, II, III, კლასებში- 2 საათი; IV კლასში- 1 დამატებითი საათი.
    ქართული ცეკვის სწავლების მიზანებია:
    ქართული ცეკვის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
    საცეკვაო-შემოქმედებითი უნარის განვითარება;
    პლასტიკური გამომსახველობის, კოორდინაციის, მოძრაობის კულტურის გამომუშავება, ტანადობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
    ამ საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ცეკვის სწავლება გიმნაზიაში ითვალისწინებს შემდეგი ამოცანების გადაჭრას:
    მოტორული მეხსიერებისა და რიტმის გრძნობის განვითარება;
    საკუთარი სხეულის ფლობისა და მუსიკის ხასიათის გადმოცემის უნარის განვითარება;
    ქართული ხალხური ცეკვის ძირითადი ელემენტების შესწავლა;
    ქართული საცეკვაო კულტურის  ზოგადი გაცნობა;
    მოსწავლეების ჩართვა შემოქმედებით  პროცესში.
    პრაქტიკული უნარ-ჩვევების   მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან ქართული ცეკვის ელემენტებს, გამოუმუშავდებათ და ჩამო¬უ¬ყალიბ-დე¬ბათ პრაქტიკული ჩვევები, რომლებიც მათი პლასტიკური გამომსახველობისა და საცეკვაო-იმპროვიზაციული უნარების განვითარე¬ბას ემსახურება.
    კომუნიკაცია, ინტერპრეტაციის  მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები ეჩვევიან სხვის მიერ შესრულებული ცეკვის განხილვას, აზრის ნათლად გადმოცემას შესაფერისი ტერმინოლოგიის გამოყენებითა და  ქცევის ნორმების დაცვით. მოსწავლეები მონაწილეობენ ერთობლივ შემოქმედებით პროცესში, ესწრებიან და მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში, იღებენ ინფორმაციას შესწავლილი ცეკვების შესახებ.
    შეფასების პრინციპია ჩათვლა.
  3. ჭადრაკი (ფაკულტატური)
    სასკოლო საათობრივი ბადის შესაბამისად, ჭადრაკის სწავლებას ეთმობა ორი საათი პირველ კლასში და თითო კვირეული საათი II-VI კლასებში.
    ჭადრაკის სწავლების მიზანია, მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, მეხსიერების, დასწავლილი და გააზრებული რეგულაციების მიხედვით ქმედებების განხორციელების, დამოუკიდებელი განსჯის, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების, თანმიმდევრულობისა და მოთმინების ჩვევების გამომუშავება და მათი განვითარების ხელშეწყობა.
    პროგრამის გავლის შემდეგ მოსწავლე სწავლობს თამაშს, ეცნობა ჭადრაკის ისტორიასა და თეორიას. ჭადრაკი ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტუალურ ზრდას, ავითარებს დამოუკიდებლად მოქმედების უნარს, აუმჯობესებს მეხსიერებას, აჩვევს მოვლენების გაანალიზებასა და სწორი გზის პოვნას.
    ჭადრაკის სწავლების პირველი წელი  მოსწავლეებს გამოუმუშავებს საჭადრაკო დაფის ფლობის, საჭადრაკო ფიგურების ამოცნობის, ელემენტარულ რეგულაციებთან ადაპტაციის, ელემენტარული ცნებების დასწავლის ჩვევებს, ჭადრაკის ისტორიის სახალისო ისტორიების გაცნობას, მოტივაციის შექმნას, სასკოლო საჭადრაკო ტურნირზე დასწრების და/ან მონაწილეობის წახალისებას.
    ჭადრაკის სწავლების მეორე წელს ხდება განვილი მასალის გამეორება, გამყარება, ჭადრაკის დაფისა და ჭადრაკის ფიგურების უფრო ღრმა და საფუძლიანი შესწავლა, თითოეული ფიგურის ძალისა და მოძრაობის ზუსტი აღქმა. ამისათვის გამოიყენება პრაქტიკული სავარჯიშოები, სახელმძღვანელოში შეტანილი მაგალითები; ბავშვები ეცნობიან საჭადრაკო ნოტაციას, რომელიც წარმოადგენს პარტიის მსვლელობის, ფიგურათა დაფაზე განლაგებისა და ჩაწერის განსაკუთრებულ სისტემას, სწავლბენ, თუ რა არის შამათი (მეტოქის მეფის დატყვევება) და სხვადასხვა ფიგურებით როგორ არის შესაძლებელი მისი მიღწევა.
    სწავლების მესამე წელს მოსწავლეები ეცნობიან, თუ რა არის მუქარა (რომელიმე ფიგურის ან პაიკის შესაძლებლობა, მოკლას მეტოქის ფიგურა ან პაიკი) და მისგან თავის დაცვის გზებს. ბავშვები იყენებენ ორსვლიანი შამათების სწავლას, რომელიც მოცემულია #2 პრაქტიკუმში. ეუფლებიან ,,ყაიმის”, ,,პატის”, ,,ცოფიანი ფიგურის” არსსა და  მნიშვნელობას. გადავდივართ დებიუტის (ჭადრაკის პარტიის საწყისი ნაწილის) შესწავლაზე და მის კლასიფიკაციაზე. ხდება სამოსწავლო პარტიების განხილვა და ათვისება.
    სწავლების მეოთხე წელს ხდება მიტელშპილის (შუა თამაში) შესწავლა. ბავშვები ეცნობიან  კომბინაციასა და ფორსირებულ ვარიანტს. Kკომბინაციისას უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ტაქტიკური ხერხი: გახსნილი ქიში, ,,წისქვილი”, ორმაგი ქიში, დახშული შამათი, გახსნილი მუქარა, ორმაგი დარტყმა, დაბმა, შეტყუება და გატყუება, გადაკეტვა, უჯრის, ხაზის ან დიაგონალის გათავისუფლება,  გადატვირთვა, შუალედური სვლა, მერვე ჰორიზონტალის სისუსტე, მეშვიდე ჰორიზონტალი.
    სწავლების მეხუთე წელს ხდება ენდშპილის (დაბოლოება) შესწავლა. ვიწყებთ პაიკთა ენდშპილის განხილვას: კვადრატის წესი, პაიკის გაყვანა ლაზიერში და ოპოზიცია, ოპოზიციის სახეები, სამკუთხედის წესი, დაშორებული გამსვლელი პაიკი, დაცული გამსვლელი პაიკი, პაიკთა გარღვევა. შამათი ორი კუთი და შამათი კუთი და მხედრით.
    სწავლების მეექვსე წელს გრძელდება ენდშპილის შესწავლას: მხედრების ენდშპილი, ერთი ფერის კუთა ენდშპილი, სხვადასხვა ფერის კუთა ენდშპილი, კუ მხედრის წინააღმდეგ, ეტლი პაიკის წინააღმდეგ, ეტლი და პაიკი ეტლის წინააღმდეგ, ეტლი კუს წინააღმდეგ, ლაზიერი პაიკის წინააღმდეგ, ენდშპილის ძირითადი პრინციპები.
    შეფასების პრინციპი: ჩათვლა
    დამხმარე ლიტერატურა:  სპორტი (ჭადრაკი) თანაავტორები: დავით გურგენიძე და გიორგი მაჭარაშვილი. გამომცემლობა: „გაზეთი საქართველოს მაცნე“
    «Шахматный  учебник» Виктор  Пожарский;
    «Теория и практика шахматных окончаний» А. Панченко;
    ,,დებიუტების ენციკლოპედია” 1-5 ტომი;
    ,,ვისწავლოთ ენდშპილი” დავით გურგენიძე;
    ,,მიტელშპილის ენციკლოპედია”.
  4. დრამა (ფაკულტატური) -
    სასკოლო საათობრივ ბადეში დრამას ეთმობა  კვირაში 2 საათი I, II, III, IV, V, VI კლასებში.
    სწავლის დაწყებით ეტაპზე მიღებული არტისტული განათლება მოსწავლეს საშუალებას აძლევს ჩამოუყალიბდეს და განუვითარდეს შემოქმედებითი აზროვნება, ამ ცოდნის და გამოცდილების საშუალებით ბავშვი ეძებს და პოულობს ამოცანის გადაჭრის ახალ და განსხვავებულ გზებს, კომუნიკაციის ალტერნატიულ ფორმებს, სწორად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და საკუთარი ნამუშევრის ხარისხს.
    საგნის სწავლების მთავარი მიზნებია: მოსწავლემ ზუსტი და სწორი ფორმით გამოხატოს საკუთარი იდეები, შეგრძნებები, პოზიცია; გამოიყენოს უკვე მიღებული გამოცდილება; გამოუმუშავდეს ესთეტიკური აზროვნება; ჩამოუყალიბდეს გრძნობითი,ვიზუალური, ტაქტილური უნარები; განუვითარდეს, ბუნებრივი ფიზიკური შესაძლებლობები და შეიძინოს ახალი ტექნიკური და პრაქტიკული უნარები, რომელიც აუცილებელია შემოქმედებითი აქტივობებისათვის; დაისახოს და გადაჭრას შემოქმედებითი ამოცანები;.განუვითარდეს წარმოსახვითი აზროვნება
    საგნის სწავლების შედეგად მოსწავლეები გამოავლენენ იმპროვიზაციის, განსხვავებული როლების მორგების, ცხოვრებისეული ამოცანების სცენიურ ფორმებში გადაწყვეტის უნარებს.
    შეფასების პრინციპი: ჩათვლა.
    დამხმარე ლიტერატურა: კოტე ნინიკაშვილი. თეატრის საწყისები. ამირან შალიკაშვილი დუმილის პოეზია.
  5. სოციალური და ფინანსური განათლება „აფლატუნი“ (ფაკულტატური) ტარდება ტრენინგის ფორმატში V და  VI კლასებში,ბავშვის  სოციალური  და  ფინანსური განათლება მიზნად ისახავს ბავშვებში განავითაროს კრიტიკული აზროვნება, უფლება - ვალდებულებების  ცოდნა, ასევე შეიძინონ ფინანსური განათლება და გამოიმუშავონ ის უნარები, რომელიც არსებული რესურსების სწორად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. სოციალური განათლება ბავშვში მოქალაქეობრივ თვითშეგნებას ანვითარებს, ისინი შეიგრძნობენ სოციალურ საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მნიშვნელობას,  რომელიც მათზე აისახება, ხოლო ფინანსური განათლება  ბავშვებს გამოუმუშავებს  დაზოგვის, ბიუჯეტირების  და ფინანსურ დაწესებულებასთან  ურთიერთობის უნარებს.
    შეფასების პრინციპი: ჩათვლა.
    დამხმარე ლიტერატურა: ს. ტრინიდად და ფაიე ალმა ჯ. ბალანონ. აფლატუნი- ბავშვის სოციალური და ფინანსური განათლება. ადამიანური რესურსების განვითარების ფონდი, გამომცემლობა „მწიგნობარი“ 2012
  6. დამატებითი მეცადინეობა  ინგლისური ენაში
    მოსწავლეები მოემზადებიან  საერთაშორისო სერთიფიკატის მოსაპოვებელი გამოცდებისათვის, კერძოდ: I-IV კლ    -         YLT    (Young learners Tests), V-VI  კლ    -     KET    (Key English Tests).
    I კლასში დამატებით მეცადინეობას ინგლისურ ენაში კვირაში ორი  აკადემიური საათი ეთმობა. საგანმანათლებლო მიზანია შემდეგი მიმართულებების განვითარება: მოსმენა – იგებს მასწავლებლის ინსტრუქტაჟს, რეაგირებს, ამოიცნობს და მიუთითებს სურათზე ინფორმაციას, პერსონაჟს, მოქმედებას. ლაპარაკი – ფლობს ელემენტარულ ფონოლოგიურ უნარ–ჩვევებს , შეუძლია მარტივი ბგერების, ინტონაციების აღქმა–გამეორება–იმიტაცია. სწავლის – სწავლა – შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება (ყურადღების კონცენტრაცია, აქტივობებში მონაწილეობა, სასწავლო ნივთების მოწესრიგება)
    II კლასში ინგლისური ენის დამატებით მეცადინეობას კვირაში სამი  აკადემიური საათი ეთმობა. საგანმანათლებლო მიზანი: საანბანო ეტაპი (წერა–კითხვის შესწავლის პროცესის დაწყება). მიმართულებები მოსმენა: იგებს მასწავლებლის ინსტუქტაჟს, რეაგირებს, ამოიცნობს და მიუთითებს სურათზე ინფორმაციას, პერსონაჟს და მოქმედებას. ლაპარაკი: ფლობს ელემენტარულ ფონოლოგიურ უნარ–ჩვევებს, შეუძლია უცხოური ბგერების, ინტონაციების აღქმა–გამეორება, იმიტაცია. კითხვა: შეუძლია ასოების, ასოთშეთანხმებების ამოცნობა, კითხვის ტექნიკის და სტრატეგიების დაუფლება. წერა: ასოების, ასოთშეთანხმებების, მარტივი სიტყვების გადახატვა, წერის ტექნიკის დაუფლება.
    III კლასში ინგლისული ენის დამატებით მეცადინეობას ეთმობა ორი აკადემიური საათი. საგანმანათლებლო მიზანი : წერისა და კითხვის ტექნიკის დაუფლება – განვითარება  მზადება საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის. მიმართულებები: მოსმენა - თხრობითი ხასიათის ტექსტის გაგება, საკომუნიკაციო სიტუაციების ამოცნობა; ლაპარაკი - მოსწავლე თავს ართმევს მარტივ საკლასო ინტერაქტივებს, მონაწილეობს ”სკეჩებსა” და დიალოგებში;  კითხვა - ფლობს ხმამაღლა კითხვის ტექნიკას; წერა - ბეჭდული წყაროდან იწერენ მიკრო ტექსტებს, ავსებენ, აღწერენ და ადგენენ მარტივ წინადადებებს.
    IV კლასში დამატებით მეცადინეობას ინგლისურ ენაში კვირაში ორი  აკადემიური საათი ეთმობა. საგანმანათლებლო მიზანი: წერისა და კითხვის ტექნიკის დახვეწა, ზეპირი მეტყველებისა და მოსმენის კულტურის განვითარება. მიმართულებები: წერა - მოკლე კარნახების, მარტივი აღწერილობების, წერილის, ღია ბარათების შედგენა; კითხვა - კითხულობენ ადაპტირებულ ტეკსტებს; ლაპარაკი - გამოთკვამენ აზრს მარტივ ენაზე, სვამენ-პასუხობენ მარტივ კითხვებზე; მოსმენა - ამოიცნობენ პერსონაჟებს, მოქმედებებს; სწავლის სწავლა - შეუძლიათ დამოუკუდებლად რესურსის გამოყენება ( წიგნი, რვეული, ლექსიკონი).
    V კლასში დამატებით მეცადინეობას ინგლისურ ენაში კვირაში ორი  აკადემიური საათი ეთმობა. საგანმანათლებლო მიზანი: I. ოთხი უმთავრესი კომპონენტის განვითარება–დახვეწა: 1. წერა - ნიმუშის მიხედვით წერს წერილს, აღწერს ტექსტს, მცირე მოცულობის მოთხრობას; 2. კითხვა - იგებს ყოფითი ხასიათის ტექსტს (კულინარიული რეცეფტი, სამარშრუტო გეგმა...) 3. მოსმენა  - იგებს მასწავლებლის მითიოთებებს, დიალოგებს, განცხადებებს: 4. მეტყველება - ხვდება-ასწორებს შეცდომებს, სვამს-პასუხობს კითხვებს, იცავს უცხოური ენისთვის დამახასიათებელ ინტონაციას. II.  მზადება საერთაშორისო სასერტოფიკატო გამოცდაში  (KET)  მონაწილების მისაღებად (ბრიტანეთის საბჭო)
    VI კლასში დამატებით მეცადინეობას ინგლისურ ენაში კვირაში ორი  აკადემიური საათი ეთმობა. საგანმანათლებლო მიზანი : I.ოთხი ძირითადი კომპონენტის განვითარება–დახვეწა: 1.წერა - მინუშის მიხედვით წერს წერილს, აღწერს ტეკსტს, მცირე მოცულობის მოთხრობას: 2.კითხვა - ფლობს კითხვის ტექნიკას, ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას; 3.მოსმენა - იგებს მასწავლებელის მითითებებს, ახალ ინფორმაციას;  4.მეტყველება - მონაწილეობს დიალოგებში, ინტერაქციებში, გადმოსცემს შინაარსს, აქვს სათანადო გამოთქმა, გამოთქვამს ვარაუდს. II.  მონაწილეობის მიღება საერთაშორისო  სასერთიფიკატო გამოცდაში (KET) (ბრიტანეთის საბჭო)
    შეფასების პრინციპი: ჩათვლა.
    დამხმარე სახელმძღვანელოები :
    Oxford Picture Dictionary
    Family & Friends + CD Kid’s box 1+CD
    Grammar Time
    Back peak + CD
თავი III. სასკოლო საათობრივი ბადე

მუხლი  4.  საათობრივი ბადე დაწყებითი საფეხურისთვის
  1. მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული დატვირთვის ოდენობას კლასებისა და საგნების მიხედვით.
კლასი I II
III IV V VI
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები
სახელმწიფო ენა
ქართული ენა და ლიტერატურა 7 7 6 6 5 5
მათემატიკა
მათემატიკა 4.5 5 5 5 4 4
უცხოური ენები
პირველი უცხოური ენა 2 2 3 3 3 3
საზოგადოებრივი მეცნიერებები
ჩვენი საქართველო 3 3
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება 0.5
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
ბუნებისმეტყველება 2 2 3 3 3 3
ტექნოლოგიები
ისტ 0.5 2 2
ესთეტიკური აღზრდა
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 2 2 2 2 2 2
მუსიკა 2 2 2 1 2 2
ცეკვა 1
სპორტი
სპორტი 2 2 2 2 2 2
სულ საათების რაოდენობა კვირაში 22 22 23 23.5 26 26

მუხლი 6. საათობრივი ბადე დამატებითი საგნებისათვის

კლასი

I

II

III

IV

V

VI

დამატებითი საგნები

ინგლისური ენა (დამ. მეც.)

2

3

2

2

2

2

რუსული ენა

2

2

2

2

ჭადრაკი

2

2

1

1

1

1

ცეკვა

2

2

2

1

2

2

დრამა

2

2

2

2

2

2

სოციალური და ფინანსური განათლება

1

1

სულ დამატებითი საგნები

8

9

9

8

10

10


თავი IV.   გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით

მუხლი 7. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები

  1. სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ დაამტკიცა გრიფმინიჭებული და კათედრის მიერ შერჩეული, სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი  სახელმძღვანელოთა შემდეგი ნუსხა:
    1 კლასი

    საგანი
    წიგნის დასახელება გამომცემელი
    ავტორი
    მათემატიკა   
    მათემატიკა   
    ინტელექტი   
    გ. გოგიშვილი,
    თ. ვეფხვაძე,
    ი. მებონია,
    ლ. ჭელიძე
    (ქურჩიშვილი)
    ქართული ენა და ლიტერატურა ქართული ენა და ლიტერატურა მერიდიანი ნ.მაღლაკელიძე,
    ე. მაღლაკელიძე
    ბუნებისმეტყველება
    ბუნებისმეტყველება
    შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ქართული ბიოგრაფიული ცენტრი" გ. კვანტალიანი,
    ლ. მიქიაშვილი,
    მ. ბლიაძე,
    რ. ახვლედიანი,
    დ. კერესელიძე
    მუსიკა
    მუსიკა
    ”წყაროსთვალი” მ. ოთიაშვილი
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
    ”მერიდიანი” ნ. მაჭარაშვილი,
    მ. მაჭარაშვილი,
    ნ. ჯაბუა,
    ნ. სილაგაძე
    ინგლისური ენა ინგლისური ენა დ1 Macmillan Publishers LTD - შპს "ინგლისური წიგნი საქართველოში" მ. ბოუენი, 
    ლ. ჰოკინგი

    2 კლასი

    საგანი
    წიგნის დასახელება გამომცემელი
    ავტორი
    მათემატიკა   
    მათემატიკა   
    ინტელექტი   
    გ. გოგიშვილი,
    თ. ვეფხვაძე,
    ი. მებონია,
    ლ. ჭელიძე
    (ქურჩიშვილი)
    ქართული ენა და ლიტერატურა ქართული ენა და ლიტერატურა მერიდიანი ნ.მაღლაკელიძე,
    ე.მაღლაკელიძე,
    ც. ყურაშვილი,
    ნ. ღონღაძე
    ბუნებისმეტყველება
    ბუნებისმეტყველება
    შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ქართული ბიოგრაფიული ცენტრი" გ. კვანტალიანი,
    ლ. მიქიაშვილი,
    მ. ბლიაძე,
    რ. ახვლედიანი,
    დ. კერესელიძე
    მუსიკა
    მუსიკა
    ”წყაროსთვალი” მ. ოთიაშვილი
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
    ”მერიდიანი” ნ. მაჭარაშვილი,
    მ. მაჭარაშვილი,
    ნ. ჯაბუა,
    ნ. სილაგაძე
    ინგლისური ენა ინგლისური ენა დ2 Macmillan Publishers LTD - შპს "ინგლისური წიგნი საქართველოში" მ. ბოუენი, 
    ლ. ჰოკინგი

    3 კლასი

    საგანი
    წიგნის დასახელება გამომცემელი
    ავტორი
    მათემატიკა   
    მათემატიკა   
    ინტელექტი   
    გ. გოგიშვილი,
    თ. ვეფხვაძე,
    ი. მებონია,
    ლ. ჭელიძე
    (ქურჩიშვილი)
    ქართული ენა და ლიტერატურა ქართული ენა და ლიტერატურა მერიდიანი ნ.მაღლაკელიძე,
    ე.მაღლაკელიძე,
    ც. ყურაშვილი,
    ნ. ღონღაძე
    ბუნებისმეტყველება
    ბუნებისმეტყველება
    შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ქართული ბიოგრაფიული ცენტრი" გ. კვანტალიანი,
    ლ. მიქიაშვილი,
    მ. ბლიაძე,
    რ. ახვლედიანი,
    დ. კერესელიძე
    მუსიკა
    მუსიკა
    ”წყაროსთვალი” მ. ოთიაშვილი
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
    ”მერიდიანი” ნ. მაჭარაშვილი,
    მ. მაჭარაშვილი,
    ნ. ჯაბუა,
    ნ. სილაგაძე
    ინგლისური ენა ინგლისური ენა დ3 Macmillan Publishers LTD - შპს "ინგლისური წიგნი საქართველოში" მ. ბოუენი, 
    ლ. ჰოკინგი

    4 კლასი

    საგანი
    წიგნის დასახელება გამომცემელი
    ავტორი
    მათემატიკა   
    მათემატიკა   
    ინტელექტი   
    გ. გოგიშვილი,
    თ. ვეფხვაძე,
    ი. მებონია,
    ლ. ჭელიძე
    (ქურჩიშვილი)
    ქართული ენა და ლიტერატურა ქართული ენა და ლიტერატურა მერიდიანი ნ.მაღლაკელიძე,
    ე.მაღლაკელიძე,
    ც. ყურაშვილი,
    ნ. ღონღაძე
    ბუნებისმეტყველება
    ბუნებისმეტყველება
    შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ქართული ბიოგრაფიული ცენტრი" გ. კვანტალიანი,
    ლ. მიქიაშვილი,
    მ. ბლიაძე,
    რ. ახვლედიანი,
    დ. კერესელიძე
    მუსიკა
    მუსიკა
    ”წყაროსთვალი” მ. ოთიაშვილი
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
    ”მერიდიანი” ნ. მაჭარაშვილი,
    მ. მაჭარაშვილი,
    ნ. ჯაბუა,
    ნ. სილაგაძე
    ინგლისური ენა ინგლისური ენა დ4 Macmillan Publishers LTD - შპს "ინგლისური წიგნი საქართველოში" მ. ბოუენი, 
    ლ. ჰოკინგი

    5 კლასი

    საგანი
    წიგნის დასახელება გამომცემელი
    ავტორი
    მათემატიკა   
    მათემატიკა   
    ინტელექტი   
    გ. გოგიშვილი,
    თ. ვეფხვაძე,
    ი. მებონია,
    ლ. ჭელიძე
    (ქურჩიშვილი)
    ქართული ენა და ლიტერატურა ქართული ენა და ლიტერატურა მერიდიანი ნ.მაღლაკელიძე,
    ე.მაღლაკელიძე,
    ც. ყურაშვილი,
    ნ. ღონღაძე
    ბუნებისმეტყველება
    ბუნებისმეტყველება
    შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ქართული ბიოგრაფიული ცენტრი" გ. კვანტალიანი,
    ლ. მიქიაშვილი,
    მ. ბლიაძე,
    რ. ახვლედიანი,
    დ. კერესელიძე
    მუსიკა
    მუსიკა
    ”წყაროსთვალი” მ. ოთიაშვილი
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
    ”მერიდიანი” ნ. მაჭარაშვილი,
    მ. მაჭარაშვილი,
    ნ. ჯაბუა,
    ნ. სილაგაძე
    ინგლისური ენა ინგლისური ენა დ5 Macmillan Publishers LTD - შპს "ინგლისური წიგნი საქართველოში" მ. ბოუენი, 
    ლ. ჰოკინგი
    ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები შპს "გამომცემლობა დიოგენე" ნ.ჯამასპიშვილი
    ჩვენი საქართველო ჩვენი საქართველო შპს "ლოგოს პრესი" მ. სურგულაძე
    და სხვები

    6 კლასი

    საგანი
    წიგნის დასახელება გამომცემელი
    ავტორი
    მათემატიკა   
    მათემატიკა   
    შპს გამომცემლობა "ინტელექტი"  
    გ. გოგიშვილი,
    თ. ვეფხვაძე,
    ი. მებონია,
    ლ. ჭელიძე
    (ქურჩიშვილი)
    ქართული ენა და ლიტერატურა ქართული ენა და ლიტერატურა მერიდიანი ნ.მაღლაკელიძე,
    ე.მაღლაკელიძე,
    ც. ყურაშვილი,
    ნ. ღონღაძე
    ბუნებისმეტყველება
    ბუნებისმეტყველება
    შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ქართული ბიოგრაფიული ცენტრი" გ. კვანტალიანი,
    ლ. მიქიაშვილი,
    მ. ბლიაძე,
    რ. ახვლედიანი,
    დ. კერესელიძე
    მუსიკა
    მუსიკა
    ”წყაროსთვალი” მ. ოთიაშვილი
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
    ”მერიდიანი” ნ. მაჭარაშვილი,
    მ. მაჭარაშვილი,
    ნ. ჯაბუა,
    ნ. სილაგაძე
    ინგლისური ენა ინგლისური ენა დ6 Macmillan Publishers LTD - შპს "ინგლისური წიგნი საქართველოში" მ. ბოუენი, 
    ლ. ჰოკინგი
    ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები შპს "გამომცემლობა დიოგენე" ნ.ჯამასპიშვილი
    ჩვენი საქართველო ჩვენი საქართველო შპს "ლოგოს პრესი" მ. სურგულაძე
    და სხვები
  2. მასწავლებელს უფლება აქვს  სწავლებისას დამატებით გამოიყენოს წიგნები, რომლებიც, შესაძლოა, არ იყოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების სიაში, ან სხვა სასწავლო მასალები, თუ ის თვლის, რომ ეს  გამოადგება  მოსწავლეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასახული მიზნების მიღწევაში.  მასწავლებელს აქვს უფლება, გამოიყენოს სახელმძღვანელო, როგორც ერთ-ერთი და არა ერთადერთი რესურსი.
თავი V.   ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის

მუხლი 8.  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის წესი და ფორმა

ეროვნული სასწავლო გეგმისა და  გიმნაზიის შინაგანაწესის შესაბამისად გიმნაზიაში მოსწავლეთა ჩარიცხვის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა  ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში   შემუშავდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის ყველა საგანში ან რომელიმე კონკრეტულ საგანში/საგნებში თანდართული ფორმის მიხედვით.

თავი VI.    მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები

მუხლი 9.  შეფასება დაწყებით საფეხურის I-IV კლასებში
გიმნაზიის მოსწავლეები  დაწყებით საფეხურის I-IV კლასებში  ფასდებიან მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.  კლასის დამრიგებლის მიერ შედგენილი შემაჯამებელი წერილობით შეფასების გარდა, გამომდინარე საგნობრივი სწავლების პრინციპიდან, მოსწავლეები პირველ-მეოთხე კლასებში ფასდებიან ყოველი საგნის პედაგოგის მიერ განმავითარებელი შეფასებით;  
მუხლი 10.  შეფასება დაწყებით საფეხურის V-VI კლასებში  
V-VI კლასებში განმავითარებელი შეფასების გარდა გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასებაც  ათქულიანი სისტემით ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სავალდებულო  საგნებში, გარდა საგნისა ”სპორტი”. სპორტსა და დამატებით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.   სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: ა) საშინაო დავალება; ბ) საკლასო  დავალება;  გ) შემაჯამებელი დავალება.   შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.  საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე, განმავითარებელი შეფასება.    შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
მუხლი 10. შემაჯამებელი დავალებები
  1. სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობა განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად,  მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება  აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, ტესტური გამოკითხვა, ლაბორატორიული კვლევა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.);
  2. თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ სამუშაოს გაცდენის გამო, გიმნაზია   უზრუნველყოფს შემაჯამებელი აღდგენით სამუშაოს ჩატარებას გაცდენილი  შემაჯამებელი სამუშაოდან არაუგვიანეს 5 სასწავლო დღის ვადაში, კათედრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით; აღდგენითი შემაჯამებელი სამუშაოს გაცდენის შემთხვევაში სამუშაო აღარ აღდგება;
მუხლი 11. განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეები

გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეები:
ა) საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულები – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში;  
გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ქულაში წლიური გამოცდის ქულაც აისახება; საგნის წლიური ქულის გამოთვლისას წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა სამზე.
დ)საერთო წლიური ქულა– საგნების წლიური ქულებიდან გამომდინარე შეფასება;
ე) საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის საერთო შეფასება.

მუხლი 12.  გაცდენები

თუ საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლემ სემესტრის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე  დათმობილი საათების 1/4 და მეტი, მაგრამ 1/2-ზე ნაკლები, მის სემესტრულ ნიშანს დააკლდება 20%. თუ მოსწავლეს არ აკმაყოფილებს მიღებული ნიშანი, მას მიეცემა საშუალება, გავიდეს სკოლის მიერ ორგანიზებულ სემესტრულ გამოცდაზე, სადაც იგი შეფასდება სასწავლო გეგმაში მოცემული სემესტრული გამოცდის შეფასების წესით. თუ საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა ერთი სემესტრის მანძილზე კონკრეტული საგნისთვის გათვალისწინებული საათების 1/2 და მეტი, იგი ამ საგანში არ იღებს საგნის სემესტრულ ქულას. ამ შემთხვევაში საშუალო საფეხურის მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის ფორმით, საბაზოსი- სემესტრული ან წლიური გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

მუხლი 13. გამოცდები

გიმნაზიაში ტარდება  წლიური გამოცდები შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა,  ბუნებისმეტყველება.სემესტრული გამოცდები  ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში

მუხლი 14.  ქულები გამოანგარიშება შემდეგი  წესით:

ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტი (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.
ბ) საგნის წლიური ქულა სამი (ორი - საგნის სემესტრული და ერთი - გამოცდის)  ქულის საშუალო არითმეტიკულია.  
გ) საერთო  წლიური და საფეხურის საერთო ქულის  გამოსაანგარიშებლად უნდა შეიკრიბოს ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული კლასისთვის ან საფეხურისათვის გათვალისწინებული ყველა სავალდებულო საგნის წლიური ქულა  და ჯამი გაიყოს ქულების რაოდენობაზე;
დ) სემესტრული და წლიური  ქულები მრგვალდება მთელის, საერთო წლიური და საფეხურის საერთო - მეათედის სიზუსტით.

მუხლი 15.  კლასისა და საფეხურის დაძლევა

კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5 ან მეტი, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას. საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საერთო საფეხურის  ქულა (დამრგვალების შემდეგ)  არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს  მას  მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

მუხლი 16.   საშემოდგომო გამოცდა

თუ მოსწავლემ ვერ გადალახა სკოლის მიერ განსაზღვრული ბარიერი რომელიმე საგანში, ინიშნება საშემოდგომო გამოცდა შესაბამის საგანში. დირექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შედგება საგამოცდო კომისია. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება სამი წევრით: კომისიის თავჯდომარე, საგნის პედაგოგი და კიდევ ერთი წევრი (კომისიაში შესაძლებელია ერთ–ერთი მშობლის შეყვანა მშობელთა სათათბიროდან). საგამოცდო კომისია ადგენს გამოცდების ჩატარების განრიგს. გამოცდები უნდა ჩატარდეს არა უგვიანეს მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე. კლასის დამრიგებელი ვალდებულია გამოცდების განრიგის შესახებ აცნობოს მშობელს. ბარიერგადაულახავ მოსწავლეებს წინასწარ მიეწოდებათ იმ საკითხების ჩამონათვალი რომლებიც სავალდებულოა მინიმალური ზღვრის გადალახვისათვის (მინიმალურ ზღარს ადგენს საგამოცდო კომისია). გამოცდამდე  2 კვირის განმავლობაში სკოლა უწევს კონსულტაციებს მოსწავლეებს შესაბამის საგნებში.  გამოცდის შემდეგ შედგება უწყისი რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. თუ კომისიის რომელიმე წევრს განსხვავებული აზრი აქვს, იგი უფლებამოსილია თავი შეიკავოს ხელის მოწერისაგან. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს უწყისს.

მუხლი 17.  მოსწავლის აკადემიური მიღწევების აღიარება


შეფასების მაღალი დონე (ქულები 9 და 10) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას.   წარჩინებული მოსწავლეებს  გიმნაზია დაჯილდოებს სპეციალურ ცერემონიალზე სიგელებით, დიპლომებით, ფასიან საჩუქრებით.   

თავი VII.    დაზუსტებული სადამრიგებლო პროგრამა
მუხლი 18.   დამრიგებლის მიზნები
  1. ყველა კლასს ჰყავს  დამრიგებელი, რომელიც  ამ კლასს ასწავლის. (დამრიგებლების სია კლასების მიხედვით).
  2. დამრიგებელი ხელს  უწყობს მოსწავლეებში:
    ა)  გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას;
    ბ)  ჩაბმას სხვადასხვა საქმიანობებში;
    გ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
    დ)  ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებზე დამყარებულ სამოქოალაოქო ცნობიერების  განვითარებას;
    ე) ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებას.
მუხლი 19. დამრიგებლის ფუნქციები

  1. დამრიგებელს ევალება
    ა) სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 2-ჯერ;
    ბ) მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
    გ) მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის კოორდინაცია პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
    დ) მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმ  ორჯერ;
    ე) საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
    ვ) სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის  მიერ გაკვეთილების გაცდენის  შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
    ზ) სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში,  მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ ინფორმაციის  მიწოდების  უზრუნველყოფა;
    თ) ინფორმაციის შეკრება და სასწავლო წლის დასრულებისას თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზის  საფუძველზეც  თითოეული მოსწავლის  მოკლე დახასიათება, სადაც აღწერილია  მოსწავლის ძლიერ მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში, ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხები,  რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო  იქნებოდა მოსწავლისათვის;
    ი) დირექციის მითითებებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებუილ სხვა ვალდებულებების  შესრულება სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.
  2. დამრიგებელი ვალდებულია, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ.  დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს აცნობს. დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი. კლასის მშობელთა საერთო კრებაზე დამრიგებელი უფლებამოსილია გაავრცელოს მხოლოდ ზოგადი, საკლასო საზოგადოებისათვის აქტუალური   ინფორმაცია, ხოლო შეკრების შემდეგ ინდივიდუალური  კონსულტაციისათვის დაუთმოს  დრო ყოველ მშობელს.   თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის მიზეზები და აცნობოს დირექციას.
მუხლი 20.  დამრიგებლის  მუშაობის პრინციპები

დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს ემყარება:
ა) აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართულია პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოოალაოის აღზრდაა;
ბ) შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა  - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად,  დამრიგებლის ფუნქციაა  მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია  და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო  პირობების შექმნა;
გ)  მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისადა ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელი მაქსიმალურად ითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებს. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად  მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები   და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
დ) თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან ემყარება თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანია კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.

მუხლი 21.  სადამრიგებლო საათი  მრავალფეროვანი დავალებებს, სადისკუსიო თემებსა და თამაშებს შეიცავს.
შეხვედრები ტარდება კვირის ბოლოს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება. მხოლოდ ერთი სახის აქტივობისაგან შემდგარი შეხვედრა 10-15 წუთი გრძელდება.

სასწავლო დღის განრიგი

8:30 9:30 რეგისტრაცია/თავისუფალი აქტივობები
9:30
10:15
I გაკვეთილი
10:15 10:25 შესვენება
10:25 11:10 II გაკვეთილი
11:10
11:20 შესვენება
11:20 12:05 III გაკვეთილი
12:05 12:25 შესვენება და წახემსება
12:25 13:10 IV გაკვეთილი
13:10
13:20 შესვენება
13:20 14:05 V გაკვეთილი
14:05 14:15 შესვენება
14:15
15:00 VI გაკვეთილი
15:00 15:30 შესვენება და სადილი
15:30 16:15 VII გაკვეთილი
დამატებითი მეცადინეობა/საპროექტო საქმიანობა
16:25 17:30 გახანგრძლივებული დღის ჯგუფი/
დამატებითი მეცადინეობა/საპროექრტო საქმიანობა

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
გამარტივებული ფორმა


სკოლა.................................კლასი.................................................
მოსწავლე.......................................................................................
დაბადების თარიღი.....................................ასაკი.............................
მშობელი/მეურვე.............................................................................
მისამართი/ტელეფონი.....................................................................
შეხვედრის თარიღი.........................................................................
ინდივიდუალური
სასწავლო გეგმა...................................დან.................................მდე

შეხვედრის ტიპი (შემოხაზეთ)
საწყისი
გადაფასება საჭიროებისამებრ            დაგეგმილი შეფასება
წლიური შეფასება

მონაწილეები:
პედაგოგი...........................................................................................
ფსიქოლოგი........................................................................................
სპეც.განათლების პედაგოგი..................................................................
ლოგოპედი.........................................................................................
მშობელი/მეურვე................................................................................

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კომპონენტები დამხმარე  კითხვები
ძლიერი მხარეები
რისი გაკეთება შეუძლია მოსწავლე?
რა აინტერესებს?
რა მოსწონს?
რაშია მოსწავლე ყველაზე წარმატებული?
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად)
პრობლემური სფეროები რა პრობლემები უჩნდება მოსწავლეს ყველაზე ხშირად?
როდის იჩენენ პრობლემები თავს?
(აღწერე დაწვრილებით და ზუსტად)
მიზეზები თქვენი აზრით რა იწვევს პრობლემებს სწავლის პროცესში?
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად)
საჭიროებები
რა ჭირდება მოსწავლწს იმისათვის, რომ უკეთ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები.
რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსწავლემ უკეთესად იგრძნოს თავი სკოლაში, თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან.
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად.)
წლიური მიზანი
რისი მიღწევა გვინდა სასწავლო წლის განმავლობაში (გაიწერება ცალცალკე მიზანი, ყველა იმ საგნისა და სასწავლო აქტივობისათვის სადაც მოსწავლეს პრობლემა აქვს.)
მოკლევადიანი მიზნები რისი მიღწევა გვინდა საწყის, მეორად და შემდგომ ეტაპზე წლიური მიზნის მისაღწევად
(გაიწერება ცალცალკე მიზანი,~ ყველა იმ საგნისა და სასწავლო აქტივობისათვის სადაც მოსწავლეს პრობლემა აქვს.)
პრაქტიკული საკითხები რა დამატებითი მასალა შეგვიძლია გამოვიყენოთ.
რა მეთოდი ავირჩიოთ სწავლებისათვის.
როგორ მოვარგოთ გარემო ბავშვის საჭიროებებს.
როგორ გავზარდოთ სწავლის მოტივაცია.
პასუხისმგებელი პირები
ვინ არის პასუხისმგებელი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაზე.
რა კონკრეტული მოვალეობები ეკისრება გუნდის წევრებს?
(პედაგოგი, მშობელი, ფსიქოლოგი და სხვა)


ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი

ვის მიერ ხორციელდება მონიტორინგი ...................................................................

დასახული აქტივობები ორშაბათი
სამშაბათი
ორხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი

მოკლედ აღწერეთ დასახული აქტივობების განხორციელების რაოდენობრივი და/ან თვისობრივი მაჩვენებლები (როგორ და რა სიხშირით შეასრულა მოსწავლემ მისთვის განკუთვნილი დავალება)

21 აგვისტო, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.