error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
გიმნაზიის საპატიო პრეზიდენტის შეხვედრა პედაგოგებთან
გიმნაზიის საპატიო პრეზიდენტის შეხვედრა პედაგოგებთან
30 ივნისს ჯიჯის პედაგოგთა გუნდს გიმნაზიის საპატიო პრეზიდენტი ბატონი ალექსანდრე ღურწკაია შეხვდა და პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა. მან ხაზი გაუსვა ამ წლის მნიშვნელობას სკოლის აწმყოსა და მომავლისთვის და პედაგოგებს გაუზიარა თავისი საინტერესო შეხედულებები სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით. ბატონმა ალექსანდრემ მასწავლებლებს გააცნო მისი ნაშრომის მონახაზი ძველი კოლხეთის ისტორიაზე. გამოსაცემად მზადდება წიგნი, რომელიც არაჩვეულებრივი გზამკვლევი იქნება მხარეთმცოდნეობის მიმართულებით. მან პედაგოგებს აზრის გაზიარებისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
საპატიო პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომაშიც, რომელზეც გასული წლის მუშაობის შედეგები შეჯამდა და დაისახა გეგმები საქმიანობის შემდგომი დახვეწის მიზნით.
30 ივნისი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.