30 ივლისს ჯიჯი-ს საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა ბრიტანელ სტუმრებს კრის ტეილორს და მეირიონ რობერტს უმასპინძლეს. შეხვედრა თავისუფალი დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ბავშვებმა სტუმრებს ბევრი საინტერესო შეკითხვა დაუსვეს და თავადაც უპასუხეს სტუმართა კითხვებს. ბრიტანელ სტუმრებთან საუბარმა ბავშვებს ცხადად დაანახა ინგლისური ენის ცოდნის საჭიროება და უპირატესობა და ასევე შესძინა თავდაჯერებულობა.
31 ივლისი, 2014 წ.