„ჯიჯის“ ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა. ამჯერად ივენთ ჰოლის დიდმა სცენამ Pre-school- ის პატარა აღსაზრდელებს უმასპინძლა. მოზარდებმა სტუმრების წინაშე რამდენიმე მუსიკალურ- ქორეოგრაფიული ნომერი გაიტანეს . პატარა ჯიჯიელებმა სცენა თავიანთი სიკეკლუცით დაიპყრეს და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიება Pre-school-ის მენეჯერმა ქალბატონმა თამარ კიკალიშვილმა გახსნა და პატარებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა. მენეჯერს სცენაზე ჩაენაცვლნენ „ჯიჯის“ საპატიო პრეზიდენტი ბატონი ალექსანდრე ღურწკაია და გიმნაზიის დირექტორი ბატონი ჯამბულ ნაჭყებია. ადმინისტრაციამ გასული სასწავლო წელი ნაყოფიერად შეაფასა და პატარებს სკოლისაკენ მიმავალი გზა დაულოცა. კეთილ სურვილებს თავად Pre-school-ის აღმზრდელებიც სოფიკო ჩიტაია და ალდონა კვარაცხელიაც შეუერთდნენ და ჯიჯიელებს სიმბოლურად დიპლომები და გამოსაშვები ალბომები გადასცეს. ღონისძიებაში მონაწილეობა „ჯიჯის“ ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს და მოწვეული სტუმრების წინაშე ინგლისურად რამდენიმე სახალისო ნომრით წარსდგნენ.
ღონისძიება დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა და ულამაზესი ფოეიერვერკით დასრულდა.