ხუმრობები
gogona
-აბა ჩემი გოგო ვაჩვენოთ დედას რა კარგად გასწავლა მამიკომ თვეები?! იან... -ვარი -თებერ... -ვალი -აბა თვითონ გააგრძელე ცხოვრებავ?! -ტი, რილი, სი, ნისი, ლისი, სტო, მბერი.....
პერსონალის მიღება
ღურწკაიას გიმნაზიის მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსის დებულება

1. კონკურსის მიზანი

1.1.კონკურსის მიზანია უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების შერჩევა.

2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები

2.1. კონკურსზე დაიშვებიან:

• მასწავლებლის ვაკანსიის დასაკავებლად მხოლოდ შესაბამისი უმაღლესი განათლების სერთიფიცირებული პედაგოგები

3. კონკურსის პირობები

3.1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსონ და გამოცხადებულ ვადებში ადმინისტრაციაში წარადგინონ:

• სააპლიკაციო-სარეგისტრაციო ფორმა;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• საგნის სილაბუსი;
• გაკვეთილის გეგმა

3.2. კონკურსი ტარდება ეტაპებად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება;
2. პედაგოგიური ხედვისა და მიდგომების პრეზენტაცია;
3. სადემონსტრაციო გაკვეთილის ჩატარება.

3.3. შეფასების ძირითადი კრიტერიუმები

მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით:

1. მასწავლებელის პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობა
2. მასწავლებელთა ეთიკის კოდექსთან შესაბამისობა
3. გიმნაზიის საგანმანათლებლო კონცეფციასთან შესაბამისოსბა
4. აკადამიური და შემოქმედებითი მიღწევები
5. უცხო ენისა და კომპიუტერული პროგრამების (MS Windows, MS Word, MS PowerPoint) ცოდნა

3.4. სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში მონაწილეს მოეთხოვება ადმინისტრაციაში დამატებით შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა

1. ცნობა ფსიქო-ნარკოლოგიური დისპანსერიდან;
2. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
3. საგნობრივ კათედრასთან შეთანხმებული საგნის სილაბუსი

3.5. ვადები და საკონკურსო კომისიის შემადგენლობა

კონკურსის ვადებსა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს ადმინისტრაცია შიდა ბრძანების საფუძველზე.

გადაწერეთ სააპლიკაციო-სარეგისტრაციო ფორმა

19 თებერვალი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.