ზაფხულის არდადეგები დაიწყო, მაგრამ გიმნაზიის ადმინსტრაცია და მასწავლებლები მომავალი სასწავლო წლის სამზადისს შეუდგნენ. დღევანდელ შეხვედრაზე გონებრივი იერიშის გამოყენებით თავი მოეყარა ყველა იდეას, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი სასწავლო წლის ეფექტურად დაწყებასა და წარმართვას. გათვალისწინებულია საზაფხულო მიზნობრივ აქტივობებში გიმნაზიის მოსწავლეთა ჩართვა.