error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
Pre-school -ის პირველი გამოშვება
Pre-school -ის პირველი გამოშვება
ჯიჯის“ ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა. ამჯერად ივენთ ჰოლის დიდმა სცენამ Pre-school- ის პატარა აღსაზრდელებს უმასპინძლა. მოზარდებმა სტუმრების წინაშე რამდენიმე მუსიკალურ- ქორეოგრაფიული ნომერი გაიტანეს . პატარა ჯიჯიელებმა სცენა თავიანთი სიკეკლუცით დაიპყრეს და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს..
ღონისძიება Pre-school-ის მენეჯერმა ქალბატონმა თამარ კიკალიშვილმა გახსნა და პატარებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა. მენეჯერს სცენაზე ჩაენაცვლნენ „ჯიჯის“ საპატიო პრეზიდენტი ბატონი ალექსანდრე ღურწკაია და გიმნაზიის დირექტორი ბატონი ჯამბულ ნაჭყებია. ადმინისტრაციამ გასული სასწავლო წელი ნაყოფიერად შეაფასა და პატარებს სკოლისაკენ მიმავალი გზა დაულოცა. კეთილ სურვილებს თავად Pre-school-ის აღმზრდელებიც სოფიკო ჩიტაია და ალდონა კვარაცხელიაც შეუერთდნენ და ჯიჯიელებს სიმბოლურად დიპლომები და გამოსაშვები ალბომები გადასცეს. ღონისძიებაში მონაწილეობა „ჯიჯის“ ინგლისურ ენოვანი საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს და მოწვეული სტუმრების წინაშე ინგლისურად რამდენიმე სახალისო ნომრით წარსდგნენ.
ღონისძიება დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა და ულამაზესი ფოეიერვერკით დასრულდა.
22 ივლისი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.