ხუმრობები
სამი მათემატიკოსი და სამი ფიზიკოსი
სამი მათემატიკოსი და სამი ფიზიკოსი აპირებს სხვა ქალაქში კონფერენციაზე გამგზავრებას მატარებლით. ფიზიკოსებმა, როგორც წესია, აიღეს თითო ბილეთი კაცზე, ხოლო მათემატიკოსებმა ერთი ბილეთი სამივეზე. ფიზიკოსებმა გაოცება ვერ დამალეს - ეს როგორ? ერთი ბილეთით სამი კაცი როგორ იმგზავრებთო? მათემატიკოსებმა მიუგეს - თქვენ ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გვაქვს "მეთოდი". როდესაც მატარებელში ჩასხდნენ, ფიზიკოსები ინტერესით აკვირდებოდნენ იმას თუ როგორ დაიძვრენდნენ მათემატიკოსები თავს. მათემატიკოსებმა, გამცილებლის შემოვლის წინ, სამივემ თავი მოიყარა ტუალეტში. როდესაც გამცილებლმა კარზე დააკაკუნა, ერთმა ბილეთი გამოაწოდა და კარი ისევ მიიხურა. გამცილებელი წავიდა. ჩატარდა კონფერენცია. ბრუნდებიან უკან. ფიზიკოსებმა, ფრთაშესხმულებმა მიღებული გამოცდილებით, ერთი ბილეთი შეიძინეს სამივეზე, მათემატიკოსებმა - არც ერთი. გაოცებული ფიზიკოსები ეკითხებიან ასე როგორ იმგზავრებთო? მათემატიკოსებმა უპასუხეს: "ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გვაქვს "მეთოდი"". ჩასხდნენ ვაგონში. ფიზიკოსები ჩაიკეტნენ ვაგონის ერთ ტუალეტში, მათემატიკოსები - მეორეში. ერთი მათემატიკოსი მივიდა ფიზიკოსებთან და კარებზე დააკაკუნა. ფიზიკოსებმა კარი გამოაღეს და ერთი ბილეთი გადმოაწოდეს. მათემატიკოსმა ბილეთი გამოართვა და თავისიანებთან დაბრუნდა. მორალი: ნუ გამოიყენებ მეთოდს, თუ მისი არსი არ გესმის ბოლომდე.
ბიოგრაფია
ჯამბულ ნაჭყებია

www.gg-school.ge



რეზიუმე

დაიბადა 1961 წლის 17 აგვისტოს. 1977 წელს დაამთავრა ქ. ზუგდიდის №7 საშუალო სკოლა.

განათლება:

1 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2009-2012. პოლიტიკის დოქტორი

2 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1977-1982 წარჩინებით- ისტორიკოსი, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებელი.

3. სერთიფიცირებული პროგრამები:

1 ადამიანური რესურსების მენეჯმენტი 2009 ჩეხეთის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრაციის ტრენინგ ცენტრი;
2 საერთაშორისო პროექტების შეფასება 2005 ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ტრენინგის ცენტრი;
3 მენეჯმენტის უნარ-ჩვევები 2005 ჰავაის უნივერსიტეტის ტრენინგის ცენტრი;
4 ტრენერების ტრენინგი;
2004 ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი;
5 სიღარიბის გაზომვა და დიაგნოსტიკა 2003 მსოფლიო ბანკის ინსტიტუტი;
6 თანამონაწილეობრივი განვითარების პრინციპები, მეთოდები და მიდგომები 2002 West GCMI;
7 პროექტების დიზაინი და გრანტების მართვა 2000 Caunterpart International;

სამუშაო გამოცდილება:


1 შპს „რეზონანსი-საქართველო“ 2012-დღემდე განათლების პროგრამის მენეჯერი;
3 კივიტას გეორგიკა 2009-2010 კოორდინატორი;
4 ზუგდიდის რაიონული გამგეობა 2005 გამგებლის მოადგილე;
5 ზუგდიდის ქალაქის გამგეობა 2005 გამგებლის მოადგილე;
6 პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ცენტრი 2002-2003 აღმასრულებელი დირექტორი;
7 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეგრელოს სამხარეო სამეცნიერო ცენტრი 1998-2002 ხელმძღვანელის მოადგილე;
8 ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი 1992-1998 ლექტორი;
9 ზუგდიდის საქალაქო კომიტეტი 1989-1991 ინსტრუქტორი;
10 ზუგდიდის განათლების განყოფილება 1986-1989 მეთოდისტი;
11 ზუგდიდის რაიონის ახალაბასთუმნის საშუალო სკოლა 1982-1986 აღმზრდელობითი მუშაობის ორგანიზატორი;
12 ზუგდიდის რაიონის ახალაბასთუმნის საშუალო სკოლა 1982-1989 ისტორიის მასწავლებელი;

პროექტებში მონაწილეობა (ბოლო 5 წელი):

1 „ტექნიკური დახმარება ადგილობრივი და რეგიონული განვითარებისათვის საქართველოს იგპ დასახლებულ რეგიონებში“-ACF საერთაშორისო 2011-2012
ტრენერ-კონსულტანტი;  
2 „ადამიანის უსაფრთხოება საზოგადოების მონაწილეობით“-გაეროს განვითარების პროგრამა 2011-2012 ტრენერ-კონსულტანტი;  
3 „ერთობლივი გადაწყვეტილებები გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია“-კივიტას გეორგიკა/DRC2009-2010 კოორდინატორი ;
4 ბიზნეს-განვითარების მომსახურება-გაეროს განვითარების პროგრამა 2008-2010 ტრენერ-კონსულტანტი.

პუბლიკაციები:

1 პოლიტიკური პროცესის არსი და ტიპოლოგია 2012 ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“, #25;
2 დემოკრატიაზე გადასვლა-ტრანზიტოლოგიური მითი თუ რეალური პროცესი? 2012 სტუ ჟურნალი „განათლება“ „ #2,(5); 
3 ფერადი რევოლუციების შედეგები პოსტსოციალისტურ სივრცეში (ვ.შუბითიძე- თანავტორი) 2011  „მსოფლიო და კავკასია“. სტუ; 
4 თანამონაწილეობითი განვითარების მიდგომები და მეთოდები 2005 თემის განვითარების რესურს ცენტრი;
5 კონფლიქტების მართვა 2002 ევრო-კავკასიური თანამშრომლობის ასოციაცია;

უნარ-ჩვევები:
ენები: ინგლისური, რუსული.

კომპიუტერული პროგრამები:
საოფისე, შემოქმედებითი ლიტერატურა
სხვა:
ავტომობილის მართვა, სროლა.


25 თებერვალი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.