ხუმრობები
სკოლაში2
მოსწავლემ გაკვეთილზე დააგვიანა. _ სად ბრძანდებოდი?! _ მას შეიარაღებული ბანდიტი დამესხა თავს. _ ვაიმე, საწყალი ბავშვი, წაგართვა რამე? _ საშინაო დავალება
ძვირფასო მეგობრებო!
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები, ჩანახატები, დღიურები, საჩივრები და შენიშვნები, მოწოდებები, წამახალისებელი ტექსტები, რომანტიკული ჩანაწერები და ა.შ. თემის, ენის, მოცულობის, შინაარსისა და ფორმის შეუზღუდავად გადმოაგზავნოთ საიტის ადმინისტრატორს გამოსაქვეყნებლად,  მისამართზე: dag65@mail.ru.
გმადლობთ მონაწილეობისათვის! თქვენი GG Smileclear
ხმამაღალი ფიქრები
მაკა მოსია
რუბრიკის სტუმარია, ჯიჯის მე-8 კლასის მოსწავლის, რატი ქარდავას დედა, ქალბატონი მაკა მოსია. რა უნდა ყველა დედას თავისი შვილისთვის? ბედნიერება და წარმატება - თუმცა ეს ყველაფერი მარტივად და მხოლოდ სურვილის გამოხატვით არ ხდება. ბედნიერება ბევრი ელემენტისგან შედგება, მშობელი თავის წილს ამ საქმეში აკეთებს, თუმცა წარმატებამდე დიდი გზაა გასავლელი, ყველა გზას კი აიცულებლად აქვს დასაწყისი.
მშობლის ვალია ხელი შეუწყოს სწორედ ამ დასაწყისში და დახლართულ გზებში მისცეს სწორი მიმართულება.
რატის ერთი მიმართულება აქვს - წარმატება, თუმცა მისაღწევად ბევრი გზა არსებობს. სკოლა სწორედ ის ადგილია, სადაც ადამიანი ყალიბდება, თუ ეს უნდა მომავალში. ამისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ ჯიჯის სკოლაა - ერთი ადგილი, სადაც ყველაფრის სწავლა შეიძლება. არა, არ ვგულისხმობ მხოლოდ ისტორიას, გეოგრაფიას, მათემატიკას - ვგულისხმობ ბევრ სხვა რამესაც, სიმღერას, ცეკვას, ჟურნალისტობას, მომთაბარეობას, ტექნიკას და ა.შ. ყველაფერ იმას, რაც მომავალში გამოგადგა, და თუ არ გამოგადგა, ნამდვილად დაგეხმარება ინტელექტუალურ თამაშში "რა, სად, როდის", რომელსაც, ასევე, სკოლაში თამაშობ.
ჯიჯი გიმნაზიაში კი ეს ყველაფერია და სკოლის დამთავრებამდე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბევრ თანატოლზე მეტი იცი, და რაც უფრო მეტი იცი და შეგიძლია, მით უფრო მარტივია წარმატების მიღწევა!
გილოცავთ ახალ წელს!
კეთილი სურვილებით, მაკა მოსია!
[ სრულად ]
06 JANUARY, 2017 წ.
რუბრიკა: "ხმამაღალი ფიქრები"
რუბრიკის სტუმარია, ჯიჯი გიმნაზიის, მე-8 კლასის მოსწავლის, ანსამბლ "ჯიჯიელების ერთ-ერთი სოლისტის, გიგი ბუკიას დედა, ქალბატონი თამუნა ფიფია.
-------------------------------------------------------------------
[ სრულად ]
04 JANUARY, 2017 წ.
ხატია დარასელია
მოგესალმებით! მიხარია, რომ რუბრიკის სტუმარი ვარ, რადგან ყოველთვის მინდოდა ხმამაღლად, საჯაროდ დამეფიქსირებინა ჩემი მოსაზრება ჯიჯიზე.
ჯიჯიში დაარსების დღიდან ვართ.
[ სრულად ]
31 დეკემბერი, 2016 წ.
ხათუნა პერტია (GG)
"მე ერთი ლამაზი ხე ვარ უღრან ტყეში აშოლტილი....
[ სრულად ]
22 თებერვალი, 2016 წ.
სოფიკო ჩიტაია
ბოლო რამდენიმე დღეა, ჯიჯიში პრეზენტაციისთვის ვემზადები თემაზე: “თანამედროვე აღზრდა”.
[ სრულად ]
06 თებერვალი, 2016 წ.
ჯიმშერ ღურწკაია
ბატონი ჯიმშერის თხოვნით, გაწვდით ინტერვიუს ორიგინალ ვერსიას, რედაქტირების გარეშე.
[ სრულად ]
10 JANUARY, 2016 წ.
ანატოლ წყაროზია
I. ეს იყო 2,5 წლის წინათ, როცა ,,ხმამაღლა ფიქრებში’’ GG-ის კოლექტივს მოკლედ და მშრალად გავაცანი ჩემი ბიოგრაფია,
[ სრულად ]
02 JANUARY, 2016 წ.
ქრისტი გითოლენდია
2015 წელი, 19 ნოემბერი, 09:30
„პატარა ჯიჯიელები წუთებს ითვლიან, სადაცაა მივალ. დიდი სამზადისი აქვთ, ფაციფუცობენ. ერთმანეთს ეკითხებიან როგორ აჯობებს დახვედრა...
[ სრულად ]
29 დეკემბერი, 2015 წ.
ლელა კვირტია
არც თუ ისე შეგნებულ ასაკში წილად მხვდა ბედნიერება, უშუალოდ გავცნობოდი თანამედროვების
[ სრულად ]
28 მარტი, 2015 წ.
ლელა კვირტია
პასუხი კითხვაზე რატომ ჯიჯი?
[ სრულად ]
01 თებერვალი, 2015 წ.
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.