დღეს "ჯიჯიში" მორიგი აქტივობა განხორციელდა. მოსწავლეებმა "დასუფთავების მსოფლიო საერთაშორისო დღეების" ფარგლებში გიმნაზიის ეზო თავადვე დაასუფთავეს და აქციაში აქტიური მონაწილება მიიღეს.
19 სექტემბერი, 2014 წ.
"ჯიჯის" ეზოში დღეს ფიზკულტურის პედაგოგმა შესვენების დრო გამოიყენა და გამაჯანსაღებელი ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლე ჩაერთო.
17 სექტემბერი, 2014 წ.
დოკუმენტური ფილმის " სამეგრელო" გადაღება დასრულდა. გადაღებები რამდენიმე ეტაპს მოიცავდა . მოზარდებმა პროექტის ფარგლებში მოიარეს სამეგრელოს ღირსშესანიშნავი ადგილები და ეზიარნენ ჩვენი კუთხის კულტურას.
17 სექტემბერი, 2014 წ.
15 სექტემბერს სრულიად საქართველო ახალი სასწავლო წლის დაწყებას ზეიმობს. დღეს როგორც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ზუგდიდშიც განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა. ქალაქის ქუჩებში სასკოლო ფორმებში გამოწყობილი თვალხატულა გოგო-ბიჭები ჟრიამულით გაუწყებდნენ მათი ცხოვრების კიდევ ერთი ლამაზი ეტაპის დაწყებას.
15 სექტემბერი, 2014 წ.
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 3 დღით ადრე "ჯიჯის" პედ-კოლექტივმა მშობლებთან შეხვედრა გამართა. გიმნაზიის დირექტორმა შეკრებილ მშობლებს ყველა ის სიახლე გააცნო, რომელიც სკოლაში დაინერგა და რომლის განხორციელებაზე ჯიჯის გუნდი ახალ წევრებთან ერთად იმუშავებს.
12 სექტემბერი, 2014 წ.
დღეს, 1 სექტემბერს „ჯიჯის“ Pre-school-მა ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გასული წლის მსგავსად წელსაც Pre-school-ის აღმზრდელებმა სასწავლო წლის პირველივე დღიდან უამრავი ახალი პროექტი დაგეგმეს და წლის განმავლობაში მათი განხორციელების გზებზე იმსჯელეს.
„ჯიჯის“ Pre-school-ი დილის 8:30 საღამოს 18:00 საათამდე მუშაობს.
ჩვენ ყველაფერში გამოვირჩევით! ჯიჯი ლიდერია! გელოდებით!
01 სექტემბერი, 2014 წ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დღეს ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია „ჯიჯის“ საპატიო პრეზიდენტი, ალექსანდრე ღურწკაია და გიმნაზიის დამფუძნებელი ჯიმშერ ღურწკაია ესტუმრნენ.
22 აგვისტო, 2014 წ.
„ჯიჯიში“ დღეს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა შედგა, სასწავლებელს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია და ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია ესტუმრნენ.
18 აგვისტო, 2014 წ.
იხილეთ ჯიჯის დარექტორის, ბატონ ჯამბულ ნაჭყებიას "ხმამაღალი ფიქრები" შესაბამისი ღილაკის დაჭერით, მარცხენა მენიუში.
12 აგვისტო, 2014 წ.
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსები, ცოლ-ქმარი - ავთანდილ ხარჩილავა და ია იაშვილი შვილთან ერთად დღეს ჯიჯის ესტუმრნენ, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გიმნაზიის დირექტორს ჯამბულ ნაჭყებიას, ადმინისტრაციისა და პედკოლექტივის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათ ჯიჯის ტექნიკურ-მატერიალური ბაზა დაათვალიერეს და ნანახით აღფრთოვანება გამოთქვეს.....
04 აგვისტო, 2014 წ.