„ჯიჯიში“ დღეს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა შედგა, სასწავლებელს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია და ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია ესტუმრნენ.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს გიმნაზიის დამფუძნებელმა ჯიმშერ ღურწკაიამ და დირექტორმა ჯამბულ ნაჭყებიამ უმასპინძლეს. სტუმრები გაეცნენ გიმნაზიაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებს და მიიღეს ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გზები დაისახა, გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, მათ შორის, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეგულარული მომსახურება .
18 აგვისტო, 2014 წ.