"ჯიჯის" ეზოში დღეს ფიზკულტურის პედაგოგმა შესვენების დრო გამოიყენა და გამაჯანსაღებელი ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლე ჩაერთო.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით მსგავსი აქტივობები გიმნაზიაში პერიოდულად ჩატარდება.
ფიზიკური ვარჯიშების რეგულარული შესრულება , ხელს უწყობს ორგანიზმის გააქტიურებასა და მოსწავლეთა სწორ ფიზიკურ აღზრდას.