error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
"ჯიჯის" პედაგოგებმა მშობლებთან შეხვედრა გამართეს
"ჯიჯის" პედაგოგებმა მშობლებთან შეხვედრა გამართეს
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 3 დღით ადრე "ჯიჯის" პედ-კოლექტივმა მშობლებთან შეხვედრა გამართა. გიმნაზიის დირექტორმა შეკრებილ მშობლებს ყველა ის სიახლე გააცნო, რომელიც სკოლაში დაინერგა და რომლის განხორციელებაზე ჯიჯის გუნდი ახალ წევრებთან ერთად იმუშავებს.


დირექტორმა ჯამბულ ნაჭყებიამ ყველა საგნის მასწავლებელი "ივენთ-ჰოლის" სცენაზე მიიწვია, პედაგოგებმა მშობლებს სასწავლო პროგრამები გააცნეს და იმ მეთოდებზე ისაუბრეს, რომელსაც მოსწავლეებთან სასწავლო პროცესის განმავლობაში გამოიყენებენ.
საკუთარ პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს "ჯიჯის" გუნდის ახალმა წევრებმაც, წელს კოლექტივს რამდენიმე ახალი პედაგოგი შეემატა, რომლებმაც საკუთარი თავი მშობლებს თავად წარუდგინეს და სამომავლო მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს. მშობლები ყველა პედაგოგის გამოსვლას აპლოდისმენტით შეხვდნენ და შედეგიანი და წარმატებული მუშაობისთვის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
"ჯიჯიში" სასწავლო პროცესი ორშაბათს, 15 სექტემბერს განახლდება, მომავალი კვირიდან გიმნაზიაში კიდევ ერთი, წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო წელი იწყება.


12 სექტემბერი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.