error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ჯიჯი+გპი=მეგობრობა
ჯიჯი+გპი=მეგობრობა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დღეს ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია „ჯიჯის“ საპატიო პრეზიდენტი, ალექსანდრე ღურწკაია და გიმნაზიის დამფუძნებელი ჯიმშერ ღურწკაია ესტუმრნენ. საქმიანი ვიზიტი ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივითა და მიწვევით შედგა.შეხვედრას უნივესიტეტის რექტორთან, არჩილ ფრანგიშვილთან ერთად წამყვანი პრფოფესორები ესწრებოდნენ. შეხვედრა ფიზიკის დეპარტამენტის უფროსთან აკაკი გიგინეიშვილთან, ლაბორატორიების გამგე-ლევან მაცაბერიძესთან, ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორ- ზაქარია ბუაჩიძესთან და ვირტუალური მოდელირების ცენტრის უფროს-დავით სონღულაშვილთან დიალოგის რეჟიმში შედგა. შეხვედრაზე საუბარი რამდენიმე მიმართულებით წარიმართა, მათ შორის განიხილა სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები, დაისახა გიმნაზიასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გზები.
ფიზიკის დეპარტამენტის უფროსის აკაკი გიგინეიშვილის განცხადებით ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ხელშეკრულება გააფორმოს ყველა იმ სკოლასთან, რომელიც ნოვაციებით არის დაკავებული, მისივე თქმით, „ჯიჯი“ აღმოსავლეთ ევროპაში უპირველესი და წამყვანი სასწავლებელია, მისი მატერიალური-ტექნიკური ბაზითა და ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, ამიტომაც უმაღლესი სასწავლებელი მზადაა „ჯიჯი“ ტექნიკური უნივერსიტეტის საბაზო სკოლა გახდეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურის სურვილი იყო ალექსანდრე ღურწკაია სასწავლებელს სტუმრად წვეოდა, სწორედ უნივერსიტეტის ინიციატივით დღეს დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილა სხვადასხვა პროექტი, რომელიც სექტემბრის თვიდან „ჯიჯიში“ განხორცილდება, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტსა და საბუნებისმეტყველო გიმნაზია „ჯიჯის“ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მჭიდრო და პერსპექტიული ურთიერთობები დაიწყება. რომლის ფარგლებშიც გიმნაზიისთვის არაერთი სასიკეთო და მნიშვნელოვანი სიახლე რეალურად განხორცილედება.
22 აგვისტო, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.