error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
სიახლეები
დოკუმენტური ფილმი სამეგრელოზე

„ჯიჯის“ მედია-ლაბორატორიაში ბოლო სამი დღეა დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით გენერალური რეპეტიციები მიმდინარეობს. ისტორიის პედაგოგი ხათუნა პერტია და მედია-ლაბორატორიის ხელმძღვანელები V-VI კლასის მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად ფილმის მომზადებასთან დაკავშირებით ბოლო და აუცილებელ დეტალებს განიხილავენ. დოკუმენტური ფილმი „სამეგრელო„, რომლის ხანგრძლივობაც 45 წუთი იქნება, მთლიანად ეთმობა ჩვენი კუთხის ისტორიულ მიმოხილვას. ფილმის მთავარი გმირები გიმნაზიის მოსწავლეები არიან. დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია „ჯიჯის“ დაბადების დღეს, სექტემბრის თვეში იგეგმება.

[ სრულად ]
04 ივლისი, 2014 წ.
"ჯიჯი" უკვე ემზადება მომავალი სასწავლო წლისთვის

ზაფხულის არდადეგები დაიწყო, მაგრამ გიმნაზიის ადმინსტრაცია და მასწავლებლები მომავალი სასწავლო წლის სამზადისს შეუდგნენ. დღევანდელ შეხვედრაზე გონებრივი იერიშის გამოყენებით თავი მოეყარა ყველა იდეას, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი სასწავლო წლის ეფექტურად დაწყებასა და წარმართვას. გათვალისწინებულია საზაფხულო მიზნობრივ აქტივობებში გიმნაზიის მოსწავლეთა ჩართვა.

[ სრულად ]
01 ივლისი, 2014 წ.
გიმნაზიის საპატიო პრეზიდენტის შეხვედრა პედაგოგებთან
30 ივნისს ჯიჯის პედაგოგთა გუნდს გიმნაზიის საპატიო პრეზიდენტი ბატონი ალექსანდრე ღურწკაია შეხვდა და პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა. მან ხაზი გაუსვა ამ წლის მნიშვნელობას სკოლის აწმყოსა და მომავლისთვის და პედაგოგებს გაუზიარა თავისი საინტერესო შეხედულებები სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით.
[ სრულად ]
30 ივნისი, 2014 წ.
ინგლისურენოვანი სპექტაკლი „ზღაპარი ზღაპარში“

24 ივნისს, GG ივენთ ჰოლში ჩატარდა ინგლისურენოვანი სპექტაკლი „ზღაპარი ზღაპარში“. პსექტაკლში მონაწილეობდნენ ჯიჯის დრამის კლუბის წევრები. ბავშვებმა სცენაზე გააცოცხლეს ზღაპრების: „კონკია“, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ და „მზეთუნახავი და ურჩხული“ გმირები.

[ სრულად ]
26 ივნისი, 2014 წ.
სასწავლო წლის შეჯამება ჯიჯი ტრიბუნასთან
ჯიჯის“ მედია-ლაბორატორიაში დღეს V-VI კლასის მოსწავლეებმა გასული სასწავლო წელი შეაჯამეს. მოზარდები ტრიბუნასთან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებს სვამდნენ. მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ნაყოფიერ სასწავლო წელზე, მათ გიმნაზიაში ჩატარებული აქტივოვებები გაიხსენეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი წელიც ასეთივე საინტერესო და აქტიური იქნება.
[ სრულად ]
25 ივნისი, 2014 წ.
აქცია ჯიჯიში სწავლის მსურველთათვის!

უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯიჯის საპატიო პრეზიდენტის სურვილის გათვალისწინებით, მმართველი კომპანია 2014-2015 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაციის მეორე ეტაპის ფარგლებში მიმდინარე წლის 5 ივლისამდე აცხადებს აქციას:

ჯიჯის პირველ-მეშვიდე კლასებში სწავლის მსურველთათვის წლიური გადახდის პაკეტი შეადგენს:
-პირველ კლასში  3000;
-მეორე-მეექვსე კლასებში 3300;
-მეშვიდე კლასში 3800 ლარს.


მოსწავლეთა მიღება მოხდება ტესტირება/გასაუბრების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ მიმღებ კომისიას სამუშაო საათებში. საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. ზუგდიდი ცაიშვილის 32,  ტელ: 558 888 111.
[ სრულად ]
21 ივნისი, 2014 წ.
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.