სასწავლო წლის შეჯამება ჯიჯი ტრიბუნასთან
„ჯიჯის“ მედია-ლაბორატორიაში დღეს V-VI კლასის მოსწავლეებმა გასული სასწავლო წელი შეაჯამეს. მოზარდები ტრიბუნასთან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებს სვამდნენ. მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ნაყოფიერ სასწავლო წელზე, მათ გიმნაზიაში ჩატარებული აქტივოვებები გაიხსენეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი წელიც ასეთივე საინტერესო და აქტიური იქნება.
მედია-ლაბორატორიაში მოსწავლეებმა გიმნაზიის ისტორიაში ჩაწერილი ყველა მნიშვნელოვანი თარიღი ჩამოთვალეს, მათ შორის, ივენთ-ჰოლის გრანდიოზული გახსნა, განათლების მინისტრის სტუმრობა, გერმანელ მეცნიერებთან შეხვედრა და სხვა. დღესვე „ჯიჯიელებმა“ წარმატებები უსურვეს და მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
25 ივნისი, 2014 წ.