error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
საბავშვო ჟურნალი "ჯიჯი ლიდერი"
საბავშვო ჟურნალი "ჯიჯი ლიდერი"

შემეცნებით-გასართობი საბავშვო ჟურნალის„ჯიჯი ლიდერი“ პრეზენტაცია დღეს III-VI კლასელებისთვის გაიმართა. ჟურნალი პერიოდულობით, თვეში ერთხელ გამოიცემა და მოიცავს სტატიებს სხვადასხვა თემაზე. ილუსტრირებული, ფერადი ჟურნალი ახალგაზრდა სეგმენტზეა გათვლილი და ძირითადად ყველა სასკოლო თემას მოიცავს. ჟურნლი მკითხველს მიაწვდის ინფორმაციას საინტერესო ადამიანებზე, მოვლენებზე, სასკოლო ცხოვრებაზე, მოსწავლეთა აქტივობებსა თუ მათ შემოქმედებით შესაძლებლობებზე. ჟურნალი შედგება სხვადასხვა რუბრიკისგან: „ჯიჯი NEWS“,“ფერადი ამბები“, „ეს საინტერესოა“,“ჯიჯი-მედია“ „ინტერვიუ საინტერესო ადამიანთან“,“ ჯიჯი-შემოქმედება“. ჟურნალის ფერად გარეკანზე დაიბეჭდება „ჯიჯის“ აქტივობები ფოტო-მასალის მეშვეობით.
შემეცნებით-გასართობი ჟურნალი „ჯიჯი ლიდერი“ ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში გამოიცემა და განკუთვნილია 6-დან 14 წლამდემოზარდებისთვის. ჟურნალში გამოქვეყნდება შემეცნებით-გასართობი მასალები, რომლებიც,როგორც გიმნაზიის ასევე სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის იქნება საინტერესო, ჟურნალი მოზარდის ინტელექტუალური უნარების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
პროექტის მიზანია ჟურნალი მაქსიმალურად მოერგოს მოსწავლეთა გემოვნებას და მოთხოვნებს.ასევე, ჩართოს ჟურნალის მომზადებაში ყველა მოსწავლე მათი, სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ჟურნალზე მუშაობა და პროცესში აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების უნარის ჩამოყალიბებას, მათ ინფორმირებულობას, საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.

იდეის ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი : ნათია გვილია
პროექტის ხელმძღვანელები: ჟურნალისტები მაკა სამუშია , თამარ ლატარია
19 ივნისი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.