error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
22 ივნისს ჯიჯი - სკოლამდელი აღზრდის ცენტრში ჩატარდა ინტეგრირებული ღია გაკვეთილი. ბავშვებმა წარუდგინეს თავი მასწავლებლებსა და მშობლებს ქართულ და ინგლისურ ენაზე.
22 ივნისს ჯიჯი - სკოლამდელი აღზრდის ცენტრში ჩატარდა ინტეგრირებული ღია გაკვეთილი. ბავშვებმა წარუდგინეს თავი მასწავლებლებსა და მშობლებს ქართულ და ინგლისურ ენაზე.
....... შემდეგ გაიყვნენ ორ ჯგუფად და გაიმართა მხიარული შეჯიბრება ქართულში ,მათემატიკასა და ინგლისურში. ახსნეს,თუ რისგან შედგება წინადადება, დამარცვლეს სიტყვები, ააწყვეს არეული ასოებისაგან სიტყვები, შეადგინეს ამოცანები ზღაპრის გმირებზე, გეომეტრიული ფიგურების ამოცნობაზე იმუშავეს და ეკრანზე ნაჩვენები საგნები დაასახელეს ინგლისურად. მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში. გამოიყენეს სმარტ დაფა და წინასწარ მომზადებული ილუსტრაციების მეშვეობით წარმატებით შეძლეს წარმოედგინათ მათი ინტერესთა სფეროები ორივე ენაზე. პატარებმა ისაუბრეს ჯანსაღ კვებაზე და შეასრულეს სიმღერა „მზარეულები“ .
ბოლოს ბავშვებს გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს PRE-SCHOOL-ის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კიკალიშვილმა, მასწავლებელმა სოფიო ჩიტაიამ და მშობლებმა.

23 ივნისი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.