ჯიჯი გელით ენების საზაფხულო სკოლაში!
საზაფხულო სკოლაში კვალიფიციური პედაგოგები მულტიმედიური ტექნოლოგიებისა და ინტერაქტიული მეთოდიკების გამოყენებით ქმნიან წარმატებული სწავლისა და ურთიერთობის სივრცეს, სადაც თქვენი შვილი კომფორტულ გარემოში:
26 მაისი, 2015 წ.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქვეყნის ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის აღსანიშნავად გიმნაზიის ეზოში ბავშვებმა ხატვით გამოხატეს თავიანთი პოზიცია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
26 მაისი, 2015 წ.
ქრისტინა გითოლენდიამ პროექტის "სოციოლოგიური კვლევა" ფრგლებში ჯიჯის მოსწავლეებს გამოკითხვაში მიაღებინა მონაწილეობა. ეს მოსწავლეები მსურველებიდან კონკურსის გზით შეირჩნენ.
გამოკითხვის მიზანი იყო საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზიის შესახებ. ნორჩმა ინტერვიუერებმა გამოკითხეს სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის მქონე ადამიანები.
ამ გამოკითხვის შედეგების მიხედვით დაიგეგმება ჯიჯის განვითარებისა და საზოგადოების ინფორმირების სტრატეგიები.
25 მაისი, 2015 წ.
დღეს გიმნაზიის ივენთ - ჰოლში ჯიჯის ვოკალური ჯგუფის საანგარიშო კონცერტი ჩატარდა. პედაგოგი ნანა ნოდია მოსწავლეებსა და მშობლებს ესაუბრა მუსიკის მნიშვნელობაზე და ასპარეზი დაუთმო პატარებს, რომლებმაც გულმოდგინებით შეასრულეს ქართული სიმღერების პოპური. ჯიჯიელებმა მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
23 მაისი, 2015 წ.
დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქალბატონმა ნათია ნადარაიამ III კლასელებს გიმნაზიის "ბავშვთა სამყაროში" გაკვეთილი ჩაუტარა. მოსწავლეებმა სხვადასხვა თამაშითა და აქტივობით განვლილი მასალა გაიმეორეს.
22 მაისი, 2015 წ.
ყველა თაობისათვის საყვარელი მომღერლები თემურ წიკლაური და ნუგზარ კვაშალი ჯიჯის ტელევიზიამ გადაცემაში "არტ- ფეისი" ჩაწერა.
22 მაისი, 2015 წ.
დღეს რუხის საჯარო სკოლის მოედანზე გაიმართა სკოლბურთში მონაწილე გუნდების თამაშები, რომელშიც გიმნაზიის გუნდი " ჯიჯი" მონაწილეობდა.
19 მაისი, 2015 წ.
გიმნაზიის მე-6 კლასელებმა წრიული დიაგრამის აგება %-ების შესწავლით დაიწყეს.
19 მაისი, 2015 წ.
მეორე კლასის სპორტის მასწავლებელმა თეა ღურწკაიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი. მოთელვითი ვარჯიშების შემდეგ მოსწავლეები გაეცნენ და აქტიურად ჩაერთვნენ თამაშში სახელწოდებით "ცეცხლის ხაზი", ღია გაკვეთილი დასრულდა მინი ფეხბურთის თამაშით.
19 მაისი, 2015 წ.
დღეს ისტორიის მასწავლებელმა ქალბატონმა სათუნა პერტიამ მე-7 კლასში ღია გაკვეთილი ჯიჯის დერეფანში ჩაატარა.
19 მაისი, 2015 წ.