error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
მე-6 კლასელი ჯიჯიელები წრიულ დიაგრამას აგებენ
მე-6 კლასელი ჯიჯიელები წრიულ დიაგრამას აგებენ
გიმნაზიის მე-6 კლასელებმა წრიული დიაგრამის აგება %-ების შესწავლით დაიწყეს. მონაცემთა წარმოდგენის სხვა ფორმებიდან წრიული დიაგრამა გამოირჩევა აგების შედარებით რთული პროცედურით: საჭიროა ჯერ ფარდობითი სიხშირის დადგენა და მისი პროცენტებით გამოსახვა, შემდგომ სრული კუთხის განაწილება ფარდობითი სიხშირის პროპორციულად და შესაბამისი გრადუსული ზომის სექტორების აგება. დღევანდელი გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოცემული ზომის სექტორების აგების ტექნიკის დაუფლებას. მიზნის მისაღწევად მასწავლებელმა თენგიზ ჩაკაბერიამ ჯერ ელექტრონულ პროგრამა ჭლოვ!ჭორკს-ის დახმარებით ანიმაციურად აჩვენა აღნიშნული პროცედურა, რომელსაც ახსნა-განმარტება ერთვოდა თან, ხოლო შემდეგ კი - თეთრ დაფაზე, რეალური ხელსაწყოების გამოყენებით გაიმეორა იგივე. გაკვეთილის დანარჩენი დრო მოსწავლეებმა ვარჯიშს დაუთმეს. ამასთან, მოსწავლეებმა, რომლებმაც ადვილად აითვისეს მოცემული ზომის სექტორების აგების პროცედურა, მასწავლებელთან ერთად გაუწიეს დახმარება დანარჩენებს - თანამშრომლობითი სწავლა ამ კლასში დღითი დღე მკვიდრდება.
19 მაისი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.