დღეს გიმნაზიის ივენთ - ჰოლში ჯიჯის ვოკალური ჯგუფის საანგარიშო კონცერტი ჩატარდა. პედაგოგი ნანა ნოდია მოსწავლეებსა და მშობლებს ესაუბრა მუსიკის მნიშვნელობაზე და ასპარეზი დაუთმო პატარებს, რომლებმაც გულმოდგინებით შეასრულეს ქართული სიმღერების პოპური. ჯიჯიელებმა მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.