error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ჯიჯი გელით ენების საზაფხულო სკოლაში!
ჯიჯი გელით ენების საზაფხულო სკოლაში!

ჯიჯი გელით ენების საზაფხულო სკოლაში!

საზაფხულო სკოლაში კვალიფიციური პედაგოგები მულტიმედიური ტექნოლოგიებისა და ინტერაქტიული მეთოდიკების გამოყენებით ქმნიან წარმატებული სწავლისა და ურთიერთობის სივრცეს, სადაც თქვენი შვილი კომფორტულ გარემოში:


- ურთიერთობს და მეგობრობს სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ბავშვებთან;
- ჯიჯის მხარეთმცოდნეობის სასწავლო ცენტრში ეცნობა მხარის ისტორიას, მის მიერ შერჩეულ ისტორიულ ძეგლზე გადის საექსკურსიოდ/სალაშქროდ, ჯგუფის წევრებს უწევს გიდობას;
- ეუფლება და თამაშობს სახალისო დიდაქტიკურ პროგრამებს;
- მონაწილეობს რეალურ და ვირტუალურ ექსპერიმენტებში უნიკალური ლაბორატორიების ბაზაზე;
- სწავლობს საპროექტო მიდგომას, წერს და ახორციელებს პროექტს მისთვის საინტერესო საკითხზე;
-მონაწილეობს GG-TV-ს ეთერში (http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ggtv)
ნაჩვენებ სატელევიზიო გადაცემებსა და ფილმებში;
- იცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ეჩვევა მოწესრიგებულობასა და თვითორგანიზებას;
-ჯიჯის ატრაქციონებზე, მოედნებზე თამაშებითა და მოძრავი აქტივობებით, ზღვაზე ბანაობით იკაჟებს ჯანმრთელობას;
- აგემოვნებს უგემრიელეს ქართულ კერძებსა და სწავლობს მათ მომზადებას;
- ემზადება და მონაწილეობს ჯიჯის ივენთ ჰოლში გამართულ კულტურულ -შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში (კინოფილმი, სპექტაკლი, პოეზიის საღამო, შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან და სხვა);
- ბიბლიოთეკაში წაიკითხავს საინტერესო წიგნებს;
- დაისვენებს ჯიჯის სასტუმროს მყუდრო ნომერში, რათა მომდევნო დღეს კვლავ მხნედ შეხვდეს მზის ამოსვლას.
ჯგუფები დაკომპლექტებული იქნება ენის ცოდნისა და ასაკის მიხედვით.

მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში: 16 ბავშვი
ასაკი: 8-15 წელი

 

ჯგუფების შემოსვლა/გასვლისა თარიღები:

1. 21.06 – 11.07.2015 (აპლიკაციის მიღება 15 ივნისამდე)
2. 11.07 – 01.08.2015 (აპლიკაციის მიღება 5 ივლისამდე)
3. 01.08 – 22.08.2015 (აპლიკაციის მიღება 25 ივლისამდე)
4. 22.08 – 12.09.2015 (აპლიკაციის მიღება 15 აგვისტომდე)


ერთი პერიოდის (21 დღე) ღირებულება :

–500 $ პანსიონის გარეშე;
– 800 $ პანსიონით;
– 500 ლარი ჯიჯიელებისთვის (პანსიონით + 500 ლარი)


შეათავსეთ სასიამოვნო სასარგებლოსთან! აუღეთ თქვენს შვილებს ბილეთი ჯიჯის ჯადოსნურ სამყაროში!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაურეკეთ პროექტის ხელმძღვანელს ქალბატონ ელისო რაფავას ნომერზე: 
593 62 22 47;

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ქ. ზუგდიდი,
ცაიშვილის ქ. #32  
ტელ.: 558 888 111 
ვებგვერდი: gg-school.ge
ელფოსტა: gg.zugdidi@gmail.com

 

26 მაისი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.