დღეს ისტორიის მასწავლებელმა ქალბატონმა სათუნა პერტიამ მე-7 კლასში ღია გაკვეთილი ჯიჯის დერეფანში ჩაატარა.
მოსწავლეები გიმნაზიის დერეფნების კედლებზე ბარელიეფად გამოსახულ ანტიკური სამყაროს საოცრებებთან რიგ-რიგობით ჩერდებოდნენ და წარმოადგენდნენ თითოეულ მათგანზე მოიძიებულ დეტალურ ინფორმაციას, პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს.
გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა.