GG-ის დირექტორი ჯამბულ ნაჭყებია ესწრება გერმანული კომპანია „ფიუვეს“ საერთაშორისო პარტნიორთა მეოთხე შეხვედრას, რომელიც გერმანიის ქალაქ გეტინგენში 7-9 ივნისს იმართება. შეხვედრის პირველ დღეს გამართულ კონფერენციაზე განხილულ იქნა განვითარების სტრატეგია. მოეწყო პრეზენტაცია იმ სიახლეებისა, რაც ფიუვეს უნიკალურს ხდის მსოფლიო ბაზარზე. კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დაათვალიერეს ევროპაში უძველესი სეისმური სადგური . შეხვედრის მეორე დღე მასტერ-კლასებს დაეთმობა.
დიდი ოჯახის პატარა წევრს, ალექსანდრე ღურწკაიას ვულოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ ჩვენო საუკეთესო ბედნიერებას – ულევს, წარმატებების მწვერვალზე ასვლას... სიყვარულს, სიხარულს, ნათელ და უღრუბლო მომავალს. ისეთი ვაჟკაცი ყოფილიყავი, რომ შენი ქართველობით ეამაყოს არამარტო ღურწკაიების სასახელო ოჯახს.
გეფერება და გილოცავს შენი GG
დღეს GG-ის ეწვია გერმანული კომპანია „ფიუვეს“ ოფიციალური წარმომადგენელი, რუსეთის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (МАТИ), ახალი ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრ გუშჩინი.
ამ დღეებში GG-მ მიიღო სასკოლო ტანსაცმელის სრული კოლექცია, რომელიც სპეცშეკვეთით უცხოეთში დამზადდა.
გუშინ GG-მ უცხოეთიდან მიიღო ელექტრონული სენსორული ეკრანები (დაფები). ეს ნოვაციაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. მას ევროპისა და ამერიკის მხოლოდ ზოგირთ სასწავლო დაწესებულებებში იყენებენ.
კომპანია „დიოს“ წარმომადგენლობასთან შეთანხმებით GG-ს ფანჯრებს ჟალუზი - ზებრა დაამშვენებს
გუშინ GG-მ მიიღო მსოფლიოში წამყვანი კომპანიის “ფიუვეს” მიერ წარმოებული საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების აღჭურვილობა.
ქრისტე აღსდგა... ამ დღესასწაულის მადლი გფარავდეთ და მრავალს დაესწარით ........ თქვენი GG