error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ჯჯ-ს დაფები

გუშინ GG-მ უცხოეთიდან მიიღო ელექტრონული სენსორული ეკრანები (დაფები). ეს ნოვაციაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზეც.  მას ევროპისა და ამერიკის მხოლოდ ზოგირთ სასწავლო დაწესებულებებში იყენებენ.

კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ჭკვიანი სისტემა  ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მათ აკადემიურ მოსწრებას, ამცირებს ახალი მასალის ახსნასთან დაკავშირებულ სირთულეებს და  ხელს უწყობს მასალის დამახსოვრებას. სენსორულ ეკრანს  უნიკალური  შესაძლებლობები გააჩნია.  ის აერთებს კომპიუტერის, ტელევიზორის, მონიტორის, პროექტორის, მედიაცენტრისა და დაფის ფუნქციებს, უსადენო ინტერნეტის მეშვეობით ხელი მიუწვდება ყველა რესურსზე. მასზე ყველა მოქმედება ელექტრონულად ხორციელდება, გამოიყენება ნებისმიერი საგნის სწავლების პროცესში, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას დაფა ვირტუალური ლაბორატორიის ფუნქციას იძენს. მასში ჩამონტაჟებულია  კომპიუტერი  და ნებისმიერ მოქმედებას რაც მასზე ხორციელდება კომპიუტერი იმახსოვრებს. მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტაროს დისტანციური მართვის პულტების დახმარებით. მოსწავლეები დააფიქსირებენ პასუხების თავიანთ ვარიანტებს და სისტემა ავტომატურად აფასებს მათ.
თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენება  მნიშვნელოვნად ამარტივებს და ადვილად დაძლევადს  ხდის სწავლა-სწავლების პროცესს.
როგორც ცნობილია, გიმნაზიაში ყველა კლასი „მომავლის კლასის“ დონეზე აღიჭურვება. თქვენი ჯჯ Kiss

15 მაისი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.