error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
GG-LAB
GG-LAB

გუშინ GG-მ მიიღო მსოფლიოში წამყვანი კომპანიის “ფიუვეს” მიერ წარმოებული საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების აღჭურვილობა.

ამიერადან საქართველოში შესაძლებელია  საერთაშორისო დონის სასწავლო-სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება  ფიზიკაში, ქიმიასა და  ბიოლოგიაში, ასევე   ეკოლოგიური კვლევების ჩატარება - ნიადაგის, ჰაერის  წყლის, სინათლის, ხმაურის და გარემოს სხვა, 40-ზე მეტი  პარამეტრის გაზომვა-ანალიზი. აღნიშნულ აღჭურვილობას ძნელად მოეძებნება ანალოგი   არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ რიგ  განვითარებულ ქვეყნებშიც, რაც GG- ს ანიჭებს კონკურენტულ უპირატესობას და გახდის  მას მსოფლიო დონის სასწავლო კერად.
GG-ში იგეგმება ექსერიმენტული ლაბორატორიის (XLAB) –ის პროგრამების განხორციელება, რითაც  GG -ის პედაგოგებისა და მოსწავლეების გარდა ექსპერიმენტებში მონაწილეობის საშუალება და ამ ბაზით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა ყველა დაინტერესებულ პირს: სტუდენტებს, პედაგოგებს, ტექნიკურ- საინჟინრო, სამედიცინო, სარკინიგზო, აგრარულ და სხვა დარგებში მოღვაწე მეცნიერებსა და პროფესიონალებს.

ლაბორატორიებს შეიძლება დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს საქართველოში შესაბამისი საგნების პედაგოგთა გადამზადების,  კვალიფიკაციის დონის ამაღლების მიმართულებითაც.

GG  ასევე გეგმავს  საკუთარ ლაბორატორიულ ბაზაზე  გახსნას  საქართველოში ერთადერთი -  კვლევითი ინსტიტუტი ყმაწვილებისათვის/ნორჩ ბუნებისმეტყველთათვის.

 

07 მაისი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.