error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
GG-ინსტალირება
GG-ინსტალირება

დღეს GG-ის ეწვია გერმანული კომპანია  „ფიუვეს“  ოფიციალური წარმომადგენელი,  რუსეთის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (МАТИ),  ახალი ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრის  ხელმძღვანელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი  ალექსანდრ გუშჩინი.

ვიზიტის მიზანია  ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის  რეაბილიტირებული კაბინეტ-ლაბორატორიებისთვის განკუთვნილი, ახლახან შესყიდული თანამედროვე დანადგარების ინსტალირება, ასევე GG-ის პერსონალის გადამზადება და ინსტრუქტაჟ-ტრენინგი საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიული ექსპერიმენტების ჩატარების დარგში. ბატონი გუშჩინი ზუგდიდში დარჩება ერთი კვირა და იმედი აქვს მოასწრებს ყველა დასახული დავალებების შესრულებას. აგრეთვე, გიმნაზიის დირექტორთან, ბატონ ჯამბულ ნაჭყებიასთან შეხვედრის დროს დაისახა  ახალი ამოცანები - რეგულარულად ღია გაკვეთილების  და მასწავლებლებისთვის ტრენინგების ჩატარების შესახებ.

29 მაისი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.