GG იწყებს პედაგოგების შერჩევას
ორი ორდენი ერთ ოჯახში: დღეს GG-ის საპატიო პრეზიდენტი ბატონი ალექსანდრე ღურწკაია და დამფუძნებელი ბატონი ჯიმშერ ღურწკაია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოვდნენ. ასეთი მაღალი რანგის ორდენებით მამა-შვილის ერთდროულად დაჯილდოება პირველად მოხდა საქართველოში.
17 ოქტომბერი, 2013 წ.
დღეს, GG-ში გაიმართა საპატიო პრეზიდენტის ბატონ ალექსანდრე ღუწკაიას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. სიმბოლურია, რომ ბატონი ალექსანდრეს იუბილე ქართველთათვის ესოდენ მნიშვნელოვან დღეს- სვეტიცხოვლობას ემთხვევა.
15 ოქტომბერი, 2013 წ.
ჯჯ - საპატიო პრეზიდენტის, ბატონი ალექსანდრე ღურწკაიას 80 წლის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებისთვის ემზადება
11 ოქტომბერი, 2013 წ.
GG-ში სამოდელო სტუდიისთვის მოსწავლეთა კასტინგი ჩატარდა, რომელიც ორგანიზებული იყო თბილისში არსებული სამოდელო სააგენტო - NS-ს მიერ.
10 ოქტომბერი, 2013 წ.
პროფესორი ნოდარ სარჯველაძე ატარებს „აფლატუნის“ სესიას GG-ში
09 ოქტომბერი, 2013 წ.
GG-სთან ახლახან შექმნილ დამათებითი განათლების ცენტრში წინასასკოლო ჯგუფი (Preschool) გაიხსნა.
07 ოქტომბერი, 2013 წ.
დღეს 5-6 კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს შეხვდა ნოდარ სარჯველაძე- ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ფილოსოფიური აკადემიის აკადემიკოსი, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე; Counseling-ის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, 7 წიგნისა და 40 სტატიის ავტორი.
ბატონი ნოდარი წარმართავს GG-ში სოციალური და ფინანსური განათლების კურსის დანერგვას. სოციალური განათლება ბავშვში მოქალაქეობრივ თვითშეგნებას ანვითარებს, ისინი შეიგრძნობენ სოციალურ საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მნიშვნელობას, რომელიც მათზე აისახება, ხოლო ფინანსური განათლება ბავშვებს გამოუმუშავებს დაზოგვის, ბიუჯეტირების და ფინანსურ დაწესებულებასთან ურთიერთობის უნარებს.
07 ოქტომბერი, 2013 წ.