დღეს 5-6 კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს შეხვდა ნოდარ სარჯველაძე- ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ფილოსოფიური აკადემიის აკადემიკოსი, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე; Counseling-ის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, 7 წიგნისა და 40 სტატიის ავტორი.
ბატონი ნოდარი წარმართავს GG-ში სოციალური და ფინანსური განათლების კურსის დანერგვას. სოციალური განათლება ბავშვში მოქალაქეობრივ თვითშეგნებას ანვითარებს, ისინი შეიგრძნობენ სოციალურ საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მნიშვნელობას, რომელიც მათზე აისახება, ხოლო ფინანსური განათლება ბავშვებს გამოუმუშავებს დაზოგვის, ბიუჯეტირების და ფინანსურ დაწესებულებასთან ურთიერთობის უნარებს.
პროფესორ სარჯველაძის ჩანაწერები:
ისევ ზუგდიდში ვარ 2 დღით...ამჯერად ბავშვებთან ვატარებ სოციალური და ფინანსური განათლების პროგრამას და წარმატების ტრენინგებს, რაც 2 სემესტრი გაგრძელდება... ტრენინგ–გაკვეთილები ტარდება პედაგოგ ღურწკაიას სახ. გიმნაზიაში, რომელიც ფანტასტურად არის აღჭურვილი, შესანიშნავი ლაბორატორიებით, აუდიტორიებითა და სპორტული დარბაზებით... გიმნაზია ფინანსდება გერმანიაში მოღვაწე ბიზნესმენისა და ინტელექტუალის ჯიმშერ ღურწკაიას მიერ, რომელმაც საკუთარ პედაგოგ მამას მის 80 წლისთავზე უძღვნა ამ გიმნაზიის აშენებაც და დაფუძვნება. მე კი წილად მხვდა ბედნიერება ამ სახენათელ მე–5 და მე–6 კლასელებთან მხიარულ გარემოცვაში დავნერგო "აფლატუნის" საგანმანათლებო პროგრამა. განათლება გადაარჩენს საქართველოს!