error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
GG-განცხადება
GG-განცხადება
GG იწყებს პედაგოგების შერჩევას საბაზო და საშუალო საფეხურებისათვის!
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია და შევასონ განაცხადის ფორმა, რომელიც განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
http://www.gg-school.ge/index.php?option=com_content&view=article&id=270&Itemid=421&lang=ka-GE
შენიშვნა: GG-ის პედაგოგებს არ უნდა ჰქონდეთ შეზღუდვა სასწავლო მივლინებებთან დაკავშირებით, მათ შორის უცხოეთში.
კვალიფიკაცია:
• შესაბამისი უმაღლესი განათლება;
• პედაგოგიური საქმიანობის არა ნაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
• სერთიფიცირება სასურველია
ცოდნა:
• ბავშვის ასაკობრივი განვითარების ძირითადი კანონზომიერებები;
• სწავლის ძირითადი თეორიები;
• ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და ფასეულობები;
• ეროვნული სასწავლო გეგმის (საგნობრივი პროგრამები, სწავლების თანამედროვე მიდგომები, შეფასების სხვადასხვა ფორმები) ცოდნა;
• პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივი ბაზა- (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, მასწავლებლის სტანდარტი, საგნობრივი სტანდარტი, მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, მოსწავლის ქცევის კოდექსი, ბავშვის უფლებათა კონვენცია, გიმნაზიის მარეგულირებელი დოკუმენტები)
• კომპიუტერული პროგრამები;
• უცხო ენა (ინგლისური, რუსული ან გერმანული)-სასურველი
უნარები
• კლასის მართვა
• ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
• გუნდური და დამოუკიდებელად მუშაობა;
• სიახლეების ადვილად ათვისება;
• დროისა და სტრესის მართვა
• კონფლიქტების მართვა
დამოკიდებულებები:
• ბავშვების, მშობლებისა და თანამშრომლების პატივისცემა;
• განვითარებაზე ზრუნვა, შემოქმედებითობა, და ინოვაციურობა;
• მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
მასწავლებლის მოვალეობები:
• სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ეროვნული და გიმნაზიის სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად, საჭიროებისას ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შედგენა;
• სწავლისათვის უსაფრთხო, მზრუნველი, ორგანიზებული, კეთილგანწყობილი და წამახალისებელი სასწავლო გარემოს შექმნა;
• მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება და მოსწავლეებში ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
• თითოეული მოსწავლის სულიერ, ზნეობრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა;
• სწავლების სხვადასხვა მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება თითოეული მოსწავლის ეფექტიანი სწავლისა და წინსვლისათვის;
• ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით;
• თითოეული მოსწავლისათვის სწავლაში დახმარების გაწევა როგორც საგაკვეთილო, ასევე არასაგაკვეთილო დროს მისი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით; 
• შეფასების მეთოდების გამოყენებით მოსწავლეების პროგრესის შეფასება;
• ეთიკის ნორმების დაცვა მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს;
• საკუთარი გამოცდილების მუდმივი კვლევა და შეფასება, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ცოდნის განახლება და პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესება;
• კოლეგებთან თანამშრომლობა; 
• მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
• სასწავლებლის განვითარებაზე ზრუნვა;
• საწავლებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.