ორი ორდენი ერთ ოჯახში: დღეს GG-ის საპატიო პრეზიდენტი ბატონი ალექსანდრე ღურწკაია და დამფუძნებელი ბატონი ჯიმშერ ღურწკაია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოვდნენ. ასეთი მაღალი რანგის ორდენებით მამა-შვილის ერთდროულად დაჯილდოება პირველად მოხდა საქართველოში.
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისათვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.
ორდენების გადასაცემად საქართველოს პრეზიდენტი გიმნაზიას თავად ესტუმრა.
დაჯილდოებამდე ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა გიმნაზია, გაეცნო სასწავლო -აღმზრდელობითი პროცესის მიმდინარეობას. პრეზიდენტმა გიმნაზიას საქართველოს ეროვნული გმირებისადმი მიძღვნილი ბანერი აჩუქა და გაკვეთილი ჩაატარა.