error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
სიახლეები
ინგლისურენოვანი სპექტაკლი „ზღაპარი ზღაპარში“

24 ივნისს, GG ივენთ ჰოლში ჩატარდა ინგლისურენოვანი სპექტაკლი „ზღაპარი ზღაპარში“. პსექტაკლში მონაწილეობდნენ ჯიჯის დრამის კლუბის წევრები. ბავშვებმა სცენაზე გააცოცხლეს ზღაპრების: „კონკია“, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ და „მზეთუნახავი და ურჩხული“ გმირები.

[ სრულად ]
26 ივნისი, 2014 წ.
სასწავლო წლის შეჯამება ჯიჯი ტრიბუნასთან
ჯიჯის“ მედია-ლაბორატორიაში დღეს V-VI კლასის მოსწავლეებმა გასული სასწავლო წელი შეაჯამეს. მოზარდები ტრიბუნასთან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებს სვამდნენ. მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ნაყოფიერ სასწავლო წელზე, მათ გიმნაზიაში ჩატარებული აქტივოვებები გაიხსენეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი წელიც ასეთივე საინტერესო და აქტიური იქნება.
[ სრულად ]
25 ივნისი, 2014 წ.
აქცია ჯიჯიში სწავლის მსურველთათვის!

უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯიჯის საპატიო პრეზიდენტის სურვილის გათვალისწინებით, მმართველი კომპანია 2014-2015 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაციის მეორე ეტაპის ფარგლებში მიმდინარე წლის 5 ივლისამდე აცხადებს აქციას:

ჯიჯის პირველ-მეშვიდე კლასებში სწავლის მსურველთათვის წლიური გადახდის პაკეტი შეადგენს:
-პირველ კლასში  3000;
-მეორე-მეექვსე კლასებში 3300;
-მეშვიდე კლასში 3800 ლარს.


მოსწავლეთა მიღება მოხდება ტესტირება/გასაუბრების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ მიმღებ კომისიას სამუშაო საათებში. საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. ზუგდიდი ცაიშვილის 32,  ტელ: 558 888 111.
[ სრულად ]
21 ივნისი, 2014 წ.
ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა

შეათავსეთ სასიამოვნო სასარგებლოსთან! აუღეთ თქვენს შვილებს ბილეთი GG-ის ჯადოსნურ სამყაროში! გააგზავნეთ ისინი ინგლისურის საზაფხულო სკოლაში, სადაც კომფორტულ გარემოში, ულტრათანამედროვე ბაზაზე, კვალიფიციური პედაგოგებისა და საინტერესო პროგრამის წყალობით ბავშვები სწრაფად აიმაღლებენ კომპეტენციას ინგლისურ ენაში და ინტერაქტიულ-კომუნიკაციურ თამაშებში მონაწილეობით ეზიარებიან უცხოური კულტურისა და ყოფის ელემენტებს.
[ სრულად ]
17 ივნისი, 2014 წ.
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.