ჯიჯი გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პადაგოგი, ქალბატონი ნათია ნადარაია , კვირაში 3-ჯერ , ჯიჯის სკოლამდელი ცენტრის აღსაზრდელებს, მეტყველების გაკვეთილებს უტარებს.
დღეს, პატარებთან, პედაგოგმა, კბილბაგისმიერი "ვ" ბგერის სწორად წარმოთქმა დაამუშავა.
26 ოქტომბერი, 2015 წ.
დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლელა კვირტიამ, VIII კლასში წინასააბიტურიენტო პროგრამის აპრობაცია მოახდინა.
26 ოქტომბერი, 2015 წ.
ჯიჯის დირექტორი - ჯამბულ ნაჭყებია.
ბატონი ჯამბული დაიბადა 1961 წლის 17 აგვისტოს. დაამთავრა ქ. ზუგდიდის #7 საშუალო სკოლა (დღეს-ჯიჯი).
1982 წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ისტორიკოსი, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებელი; პოლიტიკის დოქტორი.
26 ოქტომბერი, 2015 წ.
საერთაშორისო ექსპერტის ,ბატონ ალესანდრე გუშჩინის ხელმძღვანელობით, ჯიჯიში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტი, ,,ექპერიმენტული ბუნებისმეტყველება".
24 ოქტომბერი, 2015 წ.
დღეს, "24 საათი მშობლების გარეშე" პროექტის ფარგლებში შეხვედრა პროექტში მონაწილე ბავშვებთან შედგა, სადაც განხილულ იქნა დღის განრიგი.
23 ოქტომბერი, 2015 წ.
დღეს, VII-VIII კლასის მოსწავლეებს ქიმიაში ლაბორატორიული სამუშაო ჩაუტარდათ. მათ დაამზადეს ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი ნარევები.
23 ოქტომბერი, 2015 წ.
ჯიჯის ინგლისური ენის პედაგოგმა ელენე ჩანგელიამ დღეს ჩაატარა ტრენინგი თემაზე: "როგორ გამოვიყენეოთ დიქტოგლოსის მეთოდი გაკვეთილზე".
23 ოქტომბერი, 2015 წ.
ჯიჯის პირველ, მეორე კლასებში დღეს "კითხვის საათი" ჩატარდა.
23 ოქტომბერი, 2015 წ.
უნიკალური შესაძლებლობა და შემცნებითი ტური როსტოვში-რუსეთის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელს, ჯიჯის მე-7,მე-8 კლასელები გაზაფხულზე ეწვევიან.
22 ოქტომბერი, 2015 წ.
ჯიჯის სკოლამდელ ცენტრში დღეს რუსულ ენაში პირველი გაკვეთილი ჩატარდა.
რუსულის პედაგოგმა, ლენა გუშჩინამ გაკვეთილზე პატარებს სიტყვები ანიმაციური ნახატების საშუალებით გააცნო და მოზარდებს მათი გაგების გზები გაუმარტივა.
22 ოქტომბერი, 2015 წ.