დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლელა კვირტიამ, VIII კლასში წინასააბიტურიენტო პროგრამის აპრობაცია მოახდინა.
პედაგოგმა მოსწავლეებს, მათი ასაკისთვის შესაფერისი ტექსტის რედაქტირების აქტივობა შესთავაზა: გაკვეთილის პროვოცირებისა და გააზრების ფაზებში მიაწოდა გრამატიკულ-ორთოგრაფიული გზამკვლევი, რომლის დახმარებით რეფლექსიის ფაზაში, მოსწავლეებმა ოცი გრამატიკული, ორთოგრაფიული, სტილისტური და პუნქტუაციური შეცდომის აღმოჩენა-გასწორება შეძლეს. ამასთანავე, მოსწავლეებმა, რედაქტირებელ ტექსტში, ტერენტი გრანელის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ძირითადი მახასიათებლები ამოიცნეს.
26 ოქტომბერი, 2015 წ.