error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
რუბრიკა: "ჯიჯის სკოლამდელი ცენტრი"
რუბრიკა: "ჯიჯის სკოლამდელი ცენტრი"
ჯიჯის სკოლამდელ ცენტრში დღეს რუსულ ენაში პირველი გაკვეთილი ჩატარდა.
რუსულის პედაგოგმა, ლენა გუშჩინამ გაკვეთილზე პატარებს სიტყვები ანიმაციური ნახატების საშუალებით გააცნო და მოზარდებს მათი გაგების გზები გაუმარტივა.
"დღესდღეობით დადგენილია, რომ "ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ ახალი ენის ან ენების სწავლა. ენის შესწავლის მეცნიერებისა და ტვინის კვლევის დღევანდელი მიღწევები იძლევა საფუძველს, რომ უცხო ენის შესწავლას ადრეულ ასაკში უნდა შევუწყოთ ხელი. დადგენილია, რომ ექვსი წლის ასაკამდე ბავშვს მეორე ენის უაქცენტოდ დაუფლება შეუძლია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Pრე-სცჰოოლ-ში ინგლისურისა და რუსული ენების გაძლიერებული სწავლება"-აცხადებს სკოლამდელი ცენტრის მენეჯერი, ქალბატონი თამარ კიკალიშვილი
რუსული ენის გაკვეთილი ჯიჯის სკოლამდელი ცენტრის აღსაზრდელებს, კვირაში 3-ჯერ უტარდებათ.
22 ოქტომბერი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.