ჯიჯის პირველ, მეორე კლასებში დღეს "კითხვის საათი" ჩატარდა.
კლასის ტუტორ- დამრიგებელის ქალბატონ ქრისტინე გითოლენდიას მიერ შერჩეული თემა "მეგობრობა" პატარა ჯიჯიელებმა საკუთარი შეხედულებებისამებრ განავრცეს და ცნება მეგობრობის ირგვლივ საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. როგორც ტუტორ-დამრიგებელმა განმარტა, მოზარდები აქტიურად ჩაერთვნენ "კითხვის საათში", მათ თემის ირგვლივ ანიმაციური ფილმი იხილეს, გარდა ამისა შექმნეს ნახატები და ყურადღება გაამახვილეს თითოეული სიტყვის სწორად წარმოთქმაზე.