პირველი კლასის მოსწავლეები, საზაფხულო განმავითარებელი სკოლის ცენტრში აქტიურად არიან ჩართული. დილა გამამხნევებელი ვარჯიშებით იწყება. შემდეგ საბავშვო ანიმაციურ ფილმებს უყურებენ.ისინი მოგზაურობენ ზღაპრებში და ქმნიან სიუჟეტურ სურათებს.
22 ივნისი, 2015 წ.
დღეს ჯიჯი გიმნაზიას საპატიო პრეზიდენტი ბატონი ალექსანდრე ღურწკაია მეუღლესთან ქალბატონ ლუიზასთან ერთად ეწვია.
ის დაინტერესდა გიმნაზიაში განხორციელებული პროექტებითა და მიმდინარე სიახლეებით, დაესწრო მე-3 კლასელთა ღონისძიებას.
17 ივნისი, 2015 წ.
ჯიჯი ივენთ-ჰოლში ჩატარდა წლის შემაჯამებელი ღონისძიება სახელწოდებით "მე-3 კლასის კალამბურები". მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს მხატვრული კითხვით, სიმღერებით , იუმორითა და ცეკვით.
17 ივნისი, 2015 წ.
10 ივნისს ჯიჯის ინგლისური ენის პედაგოგებმა ტომ ბენოიტმა და ილონა ჰორვიტზმა ჩაატარეს შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - ზმნის დროები და
ზედსართავი სახელები.
10 ივნისი, 2015 წ.
გიმნაზია ჯიჯის მესამე კლასის მოსწავლე გიორგი ქარდავა აზროვნებასა და ზოგად უნარებში "გამჭრიახის" ოლიმპიადის 2015 წლის რეგიონული გამარჯვებული, საქართველოს მასშტაბით კი მე-3 პრიზიორია.
ამავე რეიტინგში მე-11 ადგილი გაინაწილეს გიმნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეებმა: ნინი ძნელაძემ და ნიკა მებონიამ
08 ივნისი, 2015 წ.
ჯიჯი გიმნაზიის მე-2 კლასელების: ანი ძაძუას, ლიზი აბშილავას, მე-4 კლასელის ელენე ქობალიას ნახატები პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში ეროვნული ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულთა შორისაა.
05 ივნისი, 2015 წ.
დღეს გიმნაზიელებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული კომპიუტერული ტესტირება ჩაუტარდათ. დღევანდელმა ტესტირებამ მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასებში შეაჯამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული ცოდნა და გამოკვეთა დიაგნოსტიკური მონაცემები.
03 ივნისი, 2015 წ.
31 მაისს, ღურწკაიას გიმნაზიას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
მედიცის მუშაკებმა ჯიჯის მოსწავლეებს ჩაუტარეს ლექცია თემაზე " ისუნთქე თავისუფლად". შეხვედრა დიალოგის რეჟიმში საინტერესოდ წარიმართა.
01 ივნისი, 2015 წ.
- მასწავლებელო, დავისვენე, ახლა ნებისმიერ კითხვაზე შემიძლია ვიფიქრო...
- ამ მუსიკამ, სიჩუმემ სითბოთი ამავსო...
- ასე არასდროს დამისვენია...
რამდენიმე დღეა ჯიჯის დაწყებითი კლასის გოგო-ბიჭები, დიდ დასვენებაზე მიღებულ ემოციებზე სხვადასხვანაირად ესაუბრებიან ტუტორ-დამრიგებლებს, რადგან ჯიჯის ბავშვთა პანსიონატის სასიამოვნო გარემოში, უჩვეულოდ ატარებენ დროს.
28 მაისი, 2015 წ.
დღეს iv კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქალბატონმა ნათია ნადარაიამ, ბუნების პედაგოგმა ქალბატონმა ნინო ჭიჭინაძემ, ხელოვნების მასწავლებელმა რუსუდან შანავამ და ტუტორ-დამრიგებელმა გახა საჯაიამ ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი ბოტანიკურ ბაღში.
28 მაისი, 2015 წ.