პირველი კლასის მოსწავლეები, საზაფხულო განმავითარებელი სკოლის ცენტრში აქტიურად არიან ჩართული. დილა გამამხნევებელი ვარჯიშებით იწყება. შემდეგ საბავშვო ანიმაციურ ფილმებს უყურებენ.ისინი მოგზაურობენ ზღაპრებში და ქმნიან სიუჟეტურ სურათებს.
ბავშვები მონაწილეობენ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში.პატარებმა პედაგოგების დახმარებით დაიწყეს ილუსტრირებული წიგნის შექმნა, შეადგინეს თხზულებები და ჰქმნიან ნახატებს.
ბავშვები სახალისო მათემატიკითა და ინგლისურით იღრმავებენ ცოდნას,ჰქმნიან აპლიკაციებს და სასარგებლოს უთავსებენ სასიამოვნოს.