error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ჯიჯიელთა მორიგი წარმატება
ჯიჯიელთა მორიგი წარმატება
ჯიჯი გიმნაზიის მე-2 კლასელების: ანი ძაძუას, ლიზი აბშილავას, მე-4 კლასელის ელენე ქობალიას ნახატები პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში ეროვნული ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულთა შორისაა.

ავტორებმა და მათმა ნახატებმა უფლება მოიპოვეს მონაწილეობა მიიღონ გამოფენაში, რომელიც გაიმართება 2015 წლის 6 ივნისს, დილის 11 საათიდან 12:30 საათის ჩათვლით საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიაში, მისამართზე: თბილისი, გმირ კურსანტთა ქუჩა N1 ("მასწავლებლის სახლის" გვერდით).

კონკურსში ჯიჯიელების მონაწილეობის ორგანიზატორია ბატონი გახა საჯაია.

კონკურსი საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ (პრეზიდენტი -გია ბეგიაშვილი) ჩაატარა.

ნორჩ მხატვრებსა და მასწავლებელს ვულოცავთ ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
05 ივნისი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.