"ჩვენ გვიყვარს თეკლა", ამ სახელწოდების საქველმოქმედო საღამო, 22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ჯიჯის ივენთ-ჰოლში გაიმართება.
საქველმოქმედო ღონისძიებაში I,II და IV საჯარო სკოლები იღებენ მონაწილეობას.
ჯიჯი ყველა მსურველს, თეკლას მხარდასაჭერად, ჯიჯის საკონცერტო დატბაზს, უფასოდ უთმობს.
17 ოქტომბერი, 2016 წ.
დღეს, ანსამბლი "ჯიჯიელების" შოკისმომგვრელი რეპერტუარი, თვრამეტმა ქვეყანამ უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე გაიცნო.
16 ოქტომბერი, 2016 წ.
ამ წუთებში, ანსამბლი "ჯიჯიელები", სასტუმრო: " "MODERN HOTEL"-ში რეგისტრაციას გადიან.
რამდენიმე საათში, ანსამბლ "ჯიჯიელებს", მსოფლიოს 18 ქვეყანა გაიცნობს!
კონკურსის მიმდინარეობის ამსახველ ფოტოებს, პერიოდულად შემოგთავაზებთ!
16 ოქტომბერი, 2016 წ.
ჯიჯი გიმნაზიის, საპატიო პრეზიდენტის, ბატონ ალექსანდრე ღურწკაიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო, და ახალი წიგნის "ნანაშ დიხა" პრეზენტაცია, ანსამბლ "ჯიჯიელებმა" მეგრული პოპურით გახსნეს.
14 ოქტომბერი, 2016 წ.
დღეს, ზუსტად 20:00 საათზე, ტელეკომპანია "მაესტროს" მთავარ გამოშვებაში, იხილეთ რეპორტაჟი, ანსამბლ "ჯიჯიელებზე".
13 ოქტომბერი, 2016 წ.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დღეს, ხელოვნების გაკვეთილზე, გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე: "შუქ-ჩრდილის მნიშვნელობა სახვით ხელოვნებაში"
13 ოქტომბერი, 2016 წ.
პროგრამა, etwinning plus საქართველოს ფარგლებში, დაიწყო ერთწლიანი პროექტი "აღმოაჩინე დიდი ბრიტანეთი".
12 ოქტომბერი, 2016 წ.
მე-9 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, პედაგოგის, ლელა კვირტიას ფასილიტატორობით, მოსწვლეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს, ანალიტიკური ესეს აგების პრინციპები და სტილური თავისებურებები.
12 ოქტომბერი, 2016 წ.
ანსამბლ "ჯიჯიელებთან" არსებულ სკოლა-სტუდიაში ჩარიცხვის მსურველებმა დღეს, ქასთინგი გაიარეს.
12 ოქტომბერი, 2016 წ.
მე-7 კლასში , გეოგრაფიის მასწავლებელმა ქალბატონმა, ნანა ჯაბურიამ ჩაატარა, განსხვავებული გაკვეთილი თემაზე: "დედამიწის წლიური მოძრაობა''.
11 ოქტომბერი, 2016 წ.