error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ამ წუთებში, ჯიჯი გიმნაზიის დელეგაცია და ანსამბლი “ჯიჯიელები” საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაცნობითი ვიზიტით ბაქოს სკოლა-ლიცეუმში იმყოფებიან.
ამ წუთებში, ჯიჯი გიმნაზიის დელეგაცია და ანსამბლი “ჯიჯიელები” საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაცნობითი ვიზიტით ბაქოს სკოლა-ლიცეუმში იმყოფებიან.
მასპინძლებმა გულთბილი დახვედრა და მიღება მოუწყვეს სტუმრებს.
სკოლის დირექტორი, ქალბატონი ილახა ჯარჩიევამ ჯიჯის დელეგაციას გააცნო ლიცეუმის ისტორია, მიღწევები და დაათვალიერებინა სკოლა.
ქართველები და აზერბაიჯანელი მოსწავლეები, ერთმანეთს თავიანთი ქვეყნის კულტურას აცნობენ. მასპინძლებმა ანსამბლ "ჯიჯიელების" მიერ შესრულებული მუსიკალურ- ქორეოგრაფიული ნომრები აპლოდისმენტებითა და ოვაციებით შეაფასეს.
სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს ბავშვები აუცილებლად უნდა ნახოს მსოფლიომ. მისივე განმარტებით, დღეს მათ სკოლაში არის განსაკუთრებული დღე, რადგანაც მასპინძლობენ დელეგაციას მოძმე საქართველოდან.
ჯიჯის ხელმძღვანელობამ არჩევანი გააკეთა აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რადგან ის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად ითვლება ბაქოში.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა და მასპინძლებმა საჩუქრები გაცვალეს.
17 ოქტომბერი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.