დღეს, ანსამბლი "ჯიჯიელების" შოკისმომგვრელი რეპერტუარი, თვრამეტმა ქვეყანამ უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე გაიცნო.
ჟიური, რომელიც 210 კონკურსანტს აფასებდა, ანსამბლ "ჯიჯიელების" მიერ შესრულებულ ნომრებს ფეხზე დამდგარი შეხვდა.
"საოცარი სანახაობა იყო, მართლაც დაუჯერებელი და წარმოუდგენელი. ეს გახლდათ თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც ჩემი აზრით, მსოფლიომ უნდა ნახოს. ყოჩაღ საქართველო, ყოჩაღ "ჯიჯიელებო" , მე გისურვებთ წარმატებებს."- განაცხადა, კონკურსის ერთ-ერთმა ჟიურიმ, ტარი ნირულაევმა
კონკურსის დასასრულს, ცნობილი გახდა, რომ "ჯიჯიელები" მიწვეულნი არიან, ვახტან ჭაბუკიანის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში 1 დან 3 აპრილის ჩათვლით.
ცნობისთვის: ქალაქ ბაქოში დაგეგმილ, საერთაშორისო კონკურსზე, მიწვევა ანსამბლმა, პრემიერიდან, რამდენიმე დღეში მიიღო. ანსამბლის შემოქმედებას კომპეტენტური ჟიური აფასებდა და 18 ქვეყნის შემოქმედებით კოლექტივს შორის საუკეთესო გამოავლინა.
ანსამბლი "ჯიჯიელები" პირველი ადგილით დაჯილდოვდა.