ჯიჯი გიმნაზიის, საპატიო პრეზიდენტის, ბატონ ალექსანდრე ღურწკაიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო, და ახალი წიგნის "ნანაშ დიხა" პრეზენტაცია, ანსამბლ "ჯიჯიელებმა" მეგრული პოპურით გახსნეს.
თბილ საღამოზე, საპატიო პრეზიდენტს დაბადების დღე საზოგადოება "ზუგდიდელებმა" და პოეტმა, მწერალმა, ლიტერატორმა, ბატონმა ლაშა გვასალიამ მიულოცა.
წიგნის რედაქტორმა, ქალბატონმა ხათუნა პერტიამ კი, ნაშრომის, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საღამოს დასასრულს, შეკრებილ საზოგადოებას, იუბილარმა სიტყვით მიმართა და თითოეულ ჯიჯიელს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.