error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
შინაგანაწესი

კერძო სამართლის იურიდიული პირი

შპს „ალექსანდრე ღურწკაიას
გიმნაზია- ჯიჯი“



www.gg-school.ge


შინაგანაწესი


ზუგდიდი
2022 - 2023


თავი 1. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო

  1. კერძო სამართლის იურიდიული პირის, შპს ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია ჯიჯი (შემდგომში – ,,ჯიჯი გიმნაზია“) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი“)  შემუშავებულია  საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“, საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ „მეწარმეთა შესახებ“ ჯიჯი გიმნაზიის წესდების, დებულების მოსწავლის ქცევის კოდექსის, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის, დირექტორის ეთიკის კოდექსის და სხვა მოქმედი კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტების  შესაბამისად.
  2. შინაგანაწესი ვრცელდება ჯიჯი გიმნაზიის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, მოსწავლეებზე, მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებსა და ჯიჯი გიმნაზიის  ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
  3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში ჯიჯი გიმნაზიის მასწავლებლების და თანამშრომლების (შემდგომში - დასაქმებული) მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
  4. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში ჯიჯი გიმნაზიის მოსწავლეების მიმართ გამოიყენება ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
  5. შინაგანაწესი წარმოადგენს ჯიჯი გიმნაზიასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს
  6. შინაგანაწესი წარმოადგენს ჯიჯი გიმნაზიასა და მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
  7. ჯიჯი გიმნაზიასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.
  8. ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
  9. შინაგანაწესით განისაზღვრება:
    ა) სამუშაო, სასწავლო/სასკოლო და დასვენების დრო;
    ბ) მონიტორინგი;
    გ) შრომითი ურთიერთობის წარმოშობა;
    დ) შრომითი ურთიერთობის პირობები;
    ე) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/საბოლოო ანგარიშსწორება;
    ვ) წახალისების ფომები და დისციპლინური პასუხისგებლობა
    ზ) მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები;
    თ) ჯიჯი გიმნაზიაში ჩარიცხვისა და აკადემიიდან გადაყვანის პირობები;
    ი) მოსწავლის პირადი გასინჯვა;
    კ)სიცოცხლის,ჯანმრთელობის,შრომის პირობებისდაცვასთან  დაკავშირებული  ზოგადი ინსტრუქციები;
    ლ) განცხადების/საჩივრის განხილვა;
    მ) დასკვნითი დებულებები

მუხლი 2.  შინაგანაწესის მიზანი:

  1. ჯიჯი გიმნაზიის მისიის შესრულების ხელშეწყობა;
  2. ჯიჯი გიმნაზიაში  უსაფრთხო, პოზიტიური, წამახალისებელი სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება;
  3. ჯიჯი გიმნაზიაში  დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება;
  4. ჯიჯი გიმნაზიაში  დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა, მოსწავლის ქცევის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებითა და ჯიჯი გიმნაზიის მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა და ყველა სხვა პირთა ღირსების დაცვის პირობით;
  5. სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
  6. ჯიჯი გიმნაზიაში სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის ქცევის წესების ბავშვზე მუდმივი ზრუნვით;

 

თავი 2. სამუშაო, სასწავლო/სასკოლო და დასვენების დრო


მუხლი 3. სამუშაო და დასვენების დრო

  1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება - მოვალეობანი.
  2. ჯიჯი გიმნაზიაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება ჯიჯი გიმნაზიის  სასკოლო სასწავლო გეგმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
  3. ჯიჯი გიმნაზიაში  დადგენილია კვირაში  5 დღიანი სასწავლო პროცესი.
  4. ჯიჯი გიმნაზიაში  საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6 დღიანი სწავლება იმ შემთხვევაში:
    ა) თუ ჯიჯი გიმნაზიაში გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაცდა სასწავლო დღე/დღეები.
    ბ) თუ ობიექტური მიზეზების გამო ჯიჯი  გიმნაზია მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.
  5. ჯიჯი გიმნაზიაში  სასწავლო პროცესი იწყება 09:15 საათზე, ობიექტური გარემობების არსებობის შემთხვევაში  შეიძლება დაშვებულ იქნას გამონაკლისი;
  6. გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით;
  7. გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება მინიმუმ 10 წუთით (გარდა, კვების პერიოდისა) და რეგულირდება ჯიჯი გიმნაზიის სასწავლო გეგმით;
  8. დასაქმებულთა სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათ-კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულებით ან/და ჯიჯი გიმნაზიას არ აქვს დაგეგმილი ღონისძიება.
  9. ჯიჯი გიმნაზიაში დასაქმებულები ვალდებულნი არიან სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გიმნაზიაში გამოცხადნენ არაუგვიანეს, 09. 00. საათისა, მათთვის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო. სამუშაოს შესრულება, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებებით.
  10. ჯიჯი გიმნაზიაში მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდეს. პედაგოგის ჯიჯი გიმნაზიაში  ყოფნის დრო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.
  11. ყოველი კვირის პარასკევი მშობლის ვიზიტის დღეა და ჯიჯი გიმნაზიის ყველა მასწავლებელი, მიუხედავად მათი დატვირთვისა, ვალდებულია ჯიჯი გიმნაზიაში  იყოს ყოველ პარასკევს 13:00 საათიდან 17:00 საათამდე და მიაწოდოს ინფორმაცია ჯიჯი გიმნაზიაში  ვიზიტზე მყოფ მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შვილის/შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ.
  12. ჯიჯი გიმნაზიის შენობაში მოქალაქის შესვლა ნებისმიერ საკითხზე, (გარდა დირექციის მიერ წინასწარ ჩანიშნული ვიზიტებისა)  დასაშვებია ყოველდღიურად 16:00 საათიდან 17:00 საათამდე
  13. დაუშვებელია მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება ჯიჯი გიმნაზიის დირექტორის ან/და სასწავლო ნაწილის  თანხმობის გარეშე, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
  14. სასწავლო დროის ფარგლებში ჯიჯი გიმნაზია პასუხს აგებს მოსწავლის უსაფრთხოებაზე.

მუხლი 4.  სასკოლო დრო

  1. სასკოლო დრო დაწყებით საფეხურზე მოიცავს პერიოდს 09:15 საათიდან 16:30 საათამდე;
  2. სასკოლო დროის შემადგენელი ნაწილებია:
    ა) საგაკვეთილო დრო;
    ბ) საუზმე-დასვენება;
    გ) საგაკვეთილო დრო;
    დ) სადილი
    ე) საპროექტო აქტივობები
    (სპორტული/სახელოვნებო/საგანმანათლებლო პროექტები)
  3. სასკოლო დრო საბაზო საფეხურზე მოიცავს პერიოდს 09:15. საათიდან.
    ა) საგაკვეთილო დრო;
    ბ) საუზმე-დასვენება;
    გ) საგაკვეთილო დრო;
    დ) სადილი
    ე) ექსტრაკურიკულარული აქტივობები (სპორტული/სახელოვნებო/საგანმანათლებლო პროექტი);
    აღნიშნული საფეხურზე მოსწავლის ინტერესების შესაბამისად, პროფილური მიმართულებებით).

 

თავი 4. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა


მუხლი 6. ჯიჯი გიმნაზიაში პედაგოგის/თანამშრომლის მიღება

  1. განცხადების გავრცელება გიმნაზიის ვაკანტური ადგილის შესახებ ხდება ელექტრონული მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით: https://teacherjobs.ge/-ზე
  2. პედაგოგის/თანამშრომლის შერჩევის მიზნით ჯიჯი გიმნაზიის  დირექტორის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისია;
  3. კანდიდატების  შერჩევა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
    ა) საბუთების გადარჩევა (კანდიდატი წარმოადგენს: სამოტივაციო წერილს, სარეკომენდაციო წერილს (რეკომენდატორის არსებობის შემთხვევაში), ავტობიოგრაფიას, პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, სერტიფიკატების ასლებს);
    ბ) საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კანდიდატს მოსთხოვოს სამოდელო გაკვეთილის ჩატარება;
  4. შერჩეულ კანდიდატთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  5. ჯიჯი გიმნაზიაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც მე-4 თავის მე-8 მუხლში დასახელებულ დოკუმენტებთან ერთად ინახება დანიშვნის, გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური სახდელებისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლები.


მუხლი 7. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა

  1. შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია ჯიჯი გიმნაზიაში წარადგინოს:
    ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    ბ) ფოტოსურათი  ¾ დაბეჭდილი და ციფრული ფორმით;
    გ) განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;
    დ) ავტობიოგრაფია/ CV;
    ე)განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
    ვ)კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    თ) მასწავლებლის სერტიფიკატის  ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    ი) სარეკომენდაციო წერილი წინა სამსახურიდან/სამსახურებიდან (რეკომენდატორის არსებობის შემთხვევაში);
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ჯიჯი გიმნაზია  უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

თავი 5. შრომითი ურთიერთობის პირობები


მუხლი 8.  სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი:

  1. წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია წინასწარ (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 (ერთი) საათით ადრე) გააფრთხილოს ჯიჯი გიმნაზიის დირექტორი, ან სასწავლო ნაწილი გამოუცხადებლობის შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.
  2. გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს გიმნაზიის დირექტორს, სასწავლო ნაწილს გამოუცხადებლობის მიზეზი (ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, საპატიოდ ჩაეთვალოს გაცდენილი 5 სამუშაო დღე).
  3. არასაპატიო მიზეზით ჯიჯი გიმნაზიაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.
  4. ჯიჯი გიმნაზია უზრუნველყოფს დასაქმებულთა სამსახურში გამოცხადების, დატოვების და გაცდენის კონტროლს.
  5. დაგვიანებისა და გაცდენის ყოველი შემთხვევა უნდა ეცნობოს ჯიჯი გიმნაზიის დირექტორს. დასაქმებული ვალდებულია დირექტორს წარუდგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.
  6. ჯიჯი გიმნაზიის  დირექტორი უფლებამოსილია დასაქმებულს საპატიოდ ჩაუთვალოს/არ ჩაუთვალოს გაცდენილი დრო.

მუხლი 9.  დასაქმებულთა ჩაცმის წესი:

  1. დასაქმებული  უნდა იმოსებოდეს აკადემიურად;
  2. დაუშვებელია გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა;
  3. დაუშვებელია იმგვარი სამოსის ტარება, რომელზეც დატანილია უცენზურო სიტყვა/ფრაზა, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა;
  4. დასაქმებული უნდა გამოიყურებოდეს სუფთად და მოწესრიგებულად.

მუხლი 10. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი, წესი და პირობები

  1. დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. არაუგვიანეს, მომდევნო თვის 5 რიცხვისა.
  2. ანაზღაურების გაცემა მოხდება თანამშრომლის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
  3. ყველა სახის ანაზღაურება გაიცემა ეროვნულ ვალუტაში.


მუხლი 11. მივლინების ადმინისტრირების წესი და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

  1. სამსახურებრივ მივლინებად ითვლება სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე დირექტორის ბრძანების საფუძველზე დასაქმებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის, ქალაქის, ფარგლებს გარეთ.
  2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს.
  3. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.
  4. მივლინებიდან დაბრუნებულმა თანამშრომელმა 3 დღეში უნდა წარმოადგინოს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.
  5. მივლინებიდან დაბრუნებულმა თანამშრომელმა მაქსიმუმ 10 დღეში უნდა წარმოადგინოს მივლინებასთან დაკავშირებით სრული ანგარიში.
  6. მივლინებიდან დაბრუნებულმა თანამშრომელმა, იმ შემთხვევაში, თუ მან მიიღო ცოდნა და გამოცდილება, მიღებული უნდა გაუზიაროს კოლეგებს.

მუხლი 12. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

  1. ჯიჯი გიმნაზია თანამშრომელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს  ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ, 24 სამუშაო დღის ვადით.
  2. დასაქმებულს შვებულებაში გასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობის  11 თვის შემდეგ. ჯიჯი გიმნაზიის  დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.
  3. დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით ჯიჯი გიმნაზიის დირექტორს მიმართვს წერილობითი განცხადებით.
  4. შვებულება ფორმდება ჯიჯი გიმნაზიის დირექტორის ბრძანებით.
  5. დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს.
  6. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
  7. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.


მუხლი 13. საშვებულებო ანაზღაურება

  1. დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება ბოლო სამი თვის ანაზღაურების საშუალო ოდენობით. თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.


მუხლი 14. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

  1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით– წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
  2. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო.

 

მუხლი 15. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

  1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით.


მუხლი 16. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება

  1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ჯიჯი გიმნაზიის  დირექტორის ბრძანებით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
  2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით ჯიჯი  გიმნაზიას შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება სხვა კადრით.

 

თავი 6. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება


მუხლი 17. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა

  1. ჯიჯი გიმნაზიის  შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:
    ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
    ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
    გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
    დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
    ე)  მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
    ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან, რაც გამოვლინდა პრაქტიკულ საქმიანობაში;
    ზ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
    თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით  დაკისრებული ვალდებულების დარღვევა;
    ი) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 (ერთი) წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
    კ) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;
    ლ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში
  2. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართელოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის შესაბამისად
  3. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

 

თავი 7. წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი 18. წახალისების ფორმები

  1. საქმიანობისას მიღწეული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს  შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის  და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის წარმოჩენისათვის გიმნაზია უფლებამოსილია დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
    ა) ჯიჯი გიმნაზიის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;
    ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;
    გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
    დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;
    ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა;


მუხლი 19. წახალისების გამოყენების წესი

  1. დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გიმნაზიის დირექტორი, რომელიც ფორმდება ბრძანებით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
  2. ჯიჯი გიმნაზიის სასწავლო ნაწილი,  ადმინისტრაციის სხვა წევრები უფლებამოსილნი არიან წერილობით მიმართონ ჯიჯი გიმნაზიის დირექტროს დასაქმებულის წახალისების თხოვნით.
  3. ჯიჯი გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით და წერილობითი მიმართვით  ჯიჯი გიმნაზიის დირექტროს დასაქმებულის წახალისების თხოვნით;
  4. დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.


მუხლი 20. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოება

  1. დისციპლინური გადაცდომისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი;
  2. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:
    ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
    ბ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
    გ) დასაქმებულის, მოსწავლის ან ჯიჯი გიმნაზიის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი,  ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევა;
    დ) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს ჯიჯი  გიმნაზიის იმიჯს;
    ე) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის  დარღვევა;
    ვ) მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოება;
    ზ) მოსწავლის/მისი ოჯახის პირად ცხოვრებაში ჩარევა;
    თ) კონფიდენციალობის დარღვევა;
    ი) ალკოჰოლური ან ნარკოტიკული/ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან მათი გიმნაზიის ტერიტორიაზე მიღება;
    კ) ჯიჯი გიმნაზიისთვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საფრთხის შექმნა;
    ლ) ჯიჯი გიმნაზიის ტექნიკისა და აღჭურვილობის უნებართვოდ გამოყენება/აკადემიის ტერიტორიიდან გატანა;
    მ) პედაგოგისთვის შეუფერებელი სხვა საქმიანობა;
    ნ) ჯიჯი გიმნაზიის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება
  3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები:
    ა)  შენიშვნა
    ბ)  საყვედური;
    გ) სასტიკი საყვედური;
    დ)  არაუმეტეს, ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
    ე)  სამსახურიდან გათავისუფლება.


მუხლი 21. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება

  1. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია დირექციას, სასწავლო ნაწილს, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლეთა თვითმართველობას, პედაგოგიურ საბჭოს და საგნობრივ კათედრებს წერილობითი ფორმით დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება;
  2. მასწავლებლის დისციპლინური დევნის დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:
    ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს ჯიჯი გიმნაზიაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
    ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს ჯიჯი გიმნაზიაში დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომას, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს
  3. ამ მუხლის მე–2 პუნქტის,, ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა მასობრივი ინფორმაციით გავრცელებული ინფორმაციისა) დისციპლინური წარმოება იწყება დაინტერესებული მხარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე;

ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით წერილობით მიმართავენ ჯიჯი გიმნაზიას დირექტორს.


მუხლი 22. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდება

  1. მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია ჯიჯი  გიმნაზიის დირექტორი;
  2. გადაცდომის ფაქტობრივად დადასტურების შემთხვევაში ჯიჯი გიმნაზიის დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება თანამშრომლისათვის დისციპლინური  სახდელის შეფარდების შესახებ.
  3. დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: დასაქმებულის სახელი და გვარი, თანამდებობა, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი;
  4. დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;
  5. დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე უკვე შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველია;
  6. დისციპლინური სახდელის დადებამდე დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს აქტი, რომელიც ხელმოწერილი იქნება დამსწრე პირთა მიერ;
  7. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, გადაცდომის ჩადენის გარემოებები;
  8. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და ჯიჯი გიმნაზიის დირექტორის ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე აისახება დასაქმებულის პირად საქმეში;
  9. დისციპლინარული გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დისციპლინურ დევნას წყვეტს ჯიჯი გიმნაზიის დირექტორი;
  10. გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ იღებს ჯიჯი გიმნაზიის დირექტორი მიმართვის წარდგენიდან 3 კვირის ვადაში.


მუხლი 23. დისციპლინური სახდელის შეფარდების დაუშვებლობა

  1. თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო;
  2. ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან და წყდება დისციპლინური წარმოების დაწყებისას.
  3. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს.

 

მუხლი 24. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა და მოქმედების ვადა

  1. დისციპლინური სახდელის (გარდა 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის,, ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელისა) მოქმედების მაქსიმალური ვადაა მიმდინარე სასწავლო წელი.
  2. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 1 თვე მაინც;
  3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული წესის გარდა დირექტორის მიერ დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოიხსნას განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
  4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია: სასწავლო ნაწილსა და უფლებამოსილ ადმინისტრაცის წევრებს, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინებით);
  5. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა აისახება დასაქმებულის პირად საქმეში;
  6. თუ დასაქმებულს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
  7. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში თანამშრომლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს ჯიჯი გიმნაზიის დირექტორის გადაწყვეტილებით.

 

თავი 8. მოსწავლის უფლებები  და ვალდებულებები

 

მუხლი 25.  მოსწავლის  ჩაცმის წესი და გარეგნული სახე:

  1. მოსწავლე უნდა იმოსებოდეს კლასიკურ სტილში;
  2. ჯიჯი გიმნაზიის მიერ გამოცხადებულ განსაკუთრებულ დღეებში, როცა დაშვებულია თავისუფალი/სპეციალური ჩაცმულობა:
    ა) დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი ან/და ვულგარულიჩაცმულობა;
    ბ) დაუშვებელია იმგვარი სამოსის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა;
  3. მოსწავლე მუდმივად უნდა იყოს სუფთად და მოწესრიგებული.
  4. მოსწავლისათვის აკრძალულია ჯიჯი გიმნაზიაში გამოცხადება მკვეთრი და გადატვირთული მაკიაჟით და სამკაულებით.


მუხლი 26. მოსწავლის პირადი საქმე

  1. ჯიჯი გიმნაზია უზრუნველყოფს მოსწავლის პირადი საქმის წარმოებას;
  2. პირადი საქმე შეიცავს მონაცემებს:
    ა) მოსწავლის ჯანმრთელობის, მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ;
    ბ) მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ;
  3. ჯიჯი გიმნაზია უზრუნველყოფს ცალკე შეინახოს ინფორმაცია მოსწავლის დისციპლინური გადაცდომის შესახებ;
  4. მოსწავლის შესახებ ჯიჯი გიმნაზიაში დაცული პირადი ინფორმაცია არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მესამე პირთათვის, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


მუხლი 27.  დღიური

  1. მოსწავლის ყოფაქცევისა და მის მიერ სასწავლო პროგრამის დაძლევის, აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია მშობელს მიეწოდება, როგორც ზეპირი, ისე ელექტრონული ჟურნალით.
  2. დღიურით მშობელს შესაძლებლობა აქვს მუდმივი კავშირი ჰქონდეს მასწავლებლებთან, დაუსვას შეკითხვები და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობის შესახებ.


მუხლი 28. მოსწავლის უფლებები

  1. მოსწავლეს უფლება აქვს:
    ა) მიიღოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ზოგადი განათლება;
    ბ) ტესტირების დამაკმაყოფილებლად გავლის შემთხვევაში ჩარიცხულ/გადაყვანილ იქნას შესაბამის კლასში;
    გ) იცნობდეს ჯიჯი გიმნაზიის მიერ დადგენილ ნორმებს მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
    დ) სრულფასოვნად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის ჯიჯიჯ გიმნაზიაში არსებული ყველა სახის საგანმანათლებლო რესურსი;
    ე) ისარგებლოს ჯიჯი გიმნაზიის კაბინეტ-ლაბორატორიებით, საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკებით, სპორტული დარბაზითა და მოედნებით;
    ვ) ისარგებლოს ჯიჯი გიმნაზიის სამედიცინო და სასადილოს    მომსახურებით;
    ზ) საკუთარი ინეტერესების შესაბამისად გაწევრიანდეს ჯიჯი გიმნაზიის კლუბებში, მიიღოს მონაწილება ჯიჯი გიმნაზიის ღონისძიებებში, მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
    თ) უფასოდ ისარგებლოს ჯიჯი გიმნაზიის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნადი ფონდით;
    ი) გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები, დაიცვას პიროვნული ღირსება, სინდისისა და ინფორმაციის თავისუფლება;

მუხლი 29. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება

  1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:
    ა) ჯიჯი გიმნაზიის არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
    ბ) არასაპატიო მიზეზით დაგვიანება;
    გ) გაკვეთილის განზრახ ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;
    დ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;
    ე) მასწავლებლის, მოსწავლის ან სხვა გიმნაზიის თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა;
    ვ) ჯიჯი გიმნაზიის  ქონების, შენობის შეგნებული დაზიანება;
    ზ) მობილური ტელეფონით სარგებლობა საგაკვეთილო დროს;
    თ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესის 26–ე მუხლის დარღვევა
  2. მოსწავლის გამოცხადება აკადემიაში შემდეგი ნივთებით:
    ა) თამბაქოს ნაწარმი;
    ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
    გ) სანთებელა ან ასანთი;
    დ) ნარკოტიკული, ალკოჰოლური და ტოქოსიკური საშუალებები;
    ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
    თ) აზარტული თამაშის საშუალებები;
    ი) უხამსობის ამსახველი ნივთები;
    კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;
    ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ან/და სხვა ნებისმიერი ტიპის მედიკამენტი ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
  3. მოსწავლეს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როცა სხვა მექანიზმების (საუბრები/ სიტყვიერი შენიშვნები/ მშობლის ჩართულობით ქცევის მართვაზე მუშაობა და სხვა) გამოყენება არაეფექტურია, შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელი:
    ა) წერილობითი გაფრთხილება;
    ბ) საყვედური;
    გ) გიმნაზიისთვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;
    დ)  მოსწავლის გიმნაზიიდან გარიცხვა; (საშუალო საფეხური)
  4. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს მოსწავლის პატივსა და ღირსებას, საფრთხეს უქმნის მოსწავლის სრულფასოვან განვითარებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
  5. ჯიჯი გიმნაზიის დირექციის მიერ ყოველი სემესტრის ბოლოს აწარმოებს მოსწავლეთა ქცევის შეფასებას, რაც შესაძლოა აისახოს მოსწავლის სემესტრულ რეიტინგში და მათი წასალისების მიზნით დააჯილოვოს სიეგლით.


მუხლი 30.  მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება

  1. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:
    ა) მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია კლასის დამრიგებელს, მასწავლებელს, მოსწავლეთა თვითმართველობას, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, პირს, რომელიც პასუხისმგებელია ჯიჯი გიმნაზიაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, სასწავლო ნაწილსა და ადმინისტრაციის უფლებამოსილ პირებს წერილობითი ფორმით (წარდგინებით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება;
    ბ) დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: მოსწავლის სახელი და გვარი, ასაკი, კლასი, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი;
    გ) წინამდებარე შინაგანაწესის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, გ “ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვს მასწავლებელს, აღნიშნული სახდელის განხორციელებისას მასწავლებელი ვალდებულია გააფრთხილოს დირექციის წევრი;
    დ) წინამდებარე შინაგანაწესის 29-ე მუხლის მე–3 პუნქტის, ვ “ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვს მასწავლებელს დირექტორთან შეთანხმებით. აღნიშნული სახდელის განხორციელებისას მასწავლებელი/დირექტორი ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს მშობელი;
    ე) წინამდებარე შინაგანაწესის 29-ე მუხლის მე–3 პუნქტის, ა “, ბ “, დ “, ე“, ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი მოსწავლეს შეეფარდება ჯიჯი გიმნაზიის დირექციის მიერ მიწოდებული დასაბუთების საფუძველზე დირექტორის მიერ;
    ვ) დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის ჯიჯი გიმნაზიიდან გარიცხვა.
    ზ) დაუშვებელია რაიმე სახის დისციპლინური სახდელის დაკისრება დაწყებით საფეხურის I-IV კლასის მოსწავლისათვის;
    თ) დისციპლინური სახდელი გამოიყენება არაუგვიანეს, 3 თვისა მისი გამოვლენის დღიდან.
    ი) დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;
    კ) მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების,  აგრეთვე, დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს გიმნაზიის დირექტორის წინაშე
    ლ) დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ იქნება აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს დამსწრეთა მიერ.
    მ) დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს  ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები,  გადაცდომის გამომწვევი გარემოებები, აგრეთვე, ის მოსალოდნელი შედეგები, რომელიც შესაძლოა დადგეს მოსწავლისათვის სახდელის დაკისრების შემთხვევაში.
  2. მასწავლებლის მიერ წინამდებარე შინაგანაწესის 29-ე მუხლის მე–3 პუნქტის „გ “ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდების შემთხვევაში მასწავლებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს ჯიჯი გიმნაზიის დირექციას. ჯიჯი გიმნაზიის დირექცია მოსწავლის მშობელს აცნობებს მოსწავლის საგაკვეთილო პროეცესში გადაცდმომის ფაქტისა  და მიზეზების შესახებ.
  3. შინაგანაწესის 29 -ე მუხლის მე–3 პუნქტის, გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მესამედ დაშვებული გადაცდომის შემთხვევაში, მასწავლებელი წერილობით მიმართავს ჯიჯი გიმნაზიის დირექტორს, უხსნის გადაცდომის არსს და სთხოვს გამოყენებულ იქნას სხვა დისციპლინური ზომა.
  4. მოსწავლის მიერ  ჯიჯი  გიმნაზიისთვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი გიმნაზიის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის V-VI კლასების მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 1.5 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ გიმნაზიისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. ჯიჯი გიმნაზიისთვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით.
  5. მოსწავლის მიერ ჯიჯი გიმნაზიისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ჯიჯი გიმნაზიის დირექციას.
  6. გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 31. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის მოხსნა, დისციპლინური სამართალწარმოების ვადები

  1. მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოეხსნას:
    ა) თუ მოსწავლეს არ დაუფიქსირდა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით, აქვს გარკვეული აკადემიური პროგრესი, ან სხვა სახის მიღწევები და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 1 თვე მაინც;
    ბ) დირექტორის მიერ ამ მუხლის, ა “ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლით, 1 თვეზე ადრეც.
  2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მასწავლებელს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრას, კლასის დამრიგებელს, პირს, რომელიც პასუხისმგებელია ჯიჯი გიმნაზიაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, სასწავლო ნაწილსა და ადმინისტრაციის უფლებამოსილ პირებთან არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინებით);
  3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა აისახება მოსწავლის შესაბამის საქაღალდეში
  4. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

მუხლი 32. მშობელთა უფლებები

  1. მშობელი უფლებამისილია მუდმივი კავშირი ჰქონდეს ჯიჯი გიმნაზიისთან და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია შვილის ქცევის, აკადემიური მოსწრებისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ;
  2. თუ მშობელს სურვილი აქვს შეხვდეს დირექციის წარმომადგენელს, მასწავლებელს, ან ჯიჯი გიმნაზიაში დასაქმებულ სხვა პირს, აუცილებელია, ამის შესახებ წინასწარ ეცნობოს დამრიგებელს ელექტრონული დღიურის, ან ტელეფონის საშუალებით და მოხდეს შეთანხმება შეხვედრის დროზე.

მუხლი 33. მშობელთა მოვალეობები

  1. მშობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჯიჯი გიმნაზიაში მოსწავლის დროული გამოცხადება.
  2. მშობელი ვალდებულია არ დაუშვას მოსწავლის ჯიჯი გიმნაზიაში გამოცხადება შეუსაბამო ფორმით;
  3. მშობელი ვალდებულია უზრუნველყოს მოსწავლის მიერ შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა
  4. მშობელი ვალდებულია დაიცვას ჯიჯი გიმნაზიასა და მშობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

თავი 9. ჯიჯი გიმნაზიაში  ჩარიცხვის და გიმნაზიიდან გადაყვანის პირობები

 

მუხლი 34. მოსწავლის გიმნაზიაში ჩარიცხვა

  1. ჯიჯი გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვის ასაკი შეესაბამება -კანონმდებლობით განსაზღვრულ ასაკს.
  2. ჯიჯი გიმნაზიაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
    ა) განცხადება გიმნაზიის დირექტორის სახელზე;
    ბ) მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);
    გ) მოსწავლის ფოტოსურათი დისკზე;
    დ) დაბადების მოწმობის  სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
    ე) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
    ვ) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობების ასლები;
    ზ) დახასიათება წინა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
    თ) მიმდინარე შეფასებები და მოსწავლის პირადი საქმე;
    ი) მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა
  3. ჯიჯი გიმნაზიაში მოსწავლის ჩარიცხვისას (გარდა მობილობით ჩარიცხვის შემთხვევისა) იხსნება მოსწავლის პირადი საქმე
  4. პარალელურ კლასებში მოსწავლეთა განაწილება ხდება შემთხვევითი შერჩევით
  5. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დირექტორის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით
  6. მოსწავლეს შეიძლება, უარი ეთქვას გიმნაზიაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს გიმნაზიაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების ოდენობას
  7. ჯიჯი გიმნაზია უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, გარდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისა, დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ხოლო დაწყებითი კლასების შემთხვევაში გაითვალისწინოს ფსიქოლოგის რეკომენდაცია
  8. დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს დირექტორი.


 

თავი 10. მოსწავლის პირადი გასინჯვა

მუხლი 35. პირადი გასინჯვა

  1. პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი აქვს, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება ჯიჯი გიმნაზიის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ჯიჯი გიმნაზიის დირექტორის   ნებართვით ან ზედამხედველობით;
  2. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა;
  3. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს ჯიჯი გიმნაზიის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ;
  4. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება ჯიჯი გიმნაზიის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა.

 

თავი11. სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის პირობებისდაცვასთან დაკავშირებული ზოგადი ინსტრუქციები

მუხლი 36. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები

  1. ჯიჯი გიმნაზია  ვალდებულია  თანამშრომლებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო-პირობები, შეასრულოს შრომის დაცვის წესები. განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის სფეროში.
  2. ჯიჯი გიმნაზიის დირექცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ჯიჯი გიმნაზიაში მათი ყოფნისა და ჯიჯი  მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
  3. ჯიჯი გიმნაზია ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ N28/ნ ბრძანება
  4. დასაქმებული ვალდებულია:
    ა) დაიცვას შინაგანაწესის პირობები;
    ბ) შეასრულოს ჯიჯი გიმნაზიის დირექციის მითითებები;
    გ) გაუფრთხილდეს მასზე  მინდობილ დაწესებულების ქონებას, დაზიანების ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს ჯიჯი გიმნაზიის  დირექტორს მოხსენებითი ბარათი აღნიშნული ფაქტის შესახებ; შეუტყობინებლობის შემთხვევაში, მასზე მინდობილი ქონების დაკარგვის შემთხვევაში თანამშრომელი პასუხს აგებს საკუთარი ქონებით;
    დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;
    ე) წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;
    ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან;
  5. დასაქმებულების, მოსწავლეების, მშობლებისა და ჯიჯი  გიმნაზიის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა  ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და  სხვა ნორმატიული აქტებით
  6. ჯიჯი გიმნაზიაში წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებია:
    ა) დაცვის თანამშრომლები, ვიდეოკამერები გარე პერიმეტრზე და ყველა სართულზე;
    ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
    გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა.

 

თავი 12. განცხადების/საჩივრის განხილვა


მუხლი 37.  განცხადების / საჩივრის განხილვის წესი


  1. ჯიჯი გიმნაზიაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით.
  2. ჯიჯი გიმნაზიაში შემოსულ განცხადებაზე ჯიჯი გიმნაზიის დირექცია რეაგირებას ახდენს 10 დღის ვადაში;
  3. ჯიჯი გიმნაზიაში შემოსულ საჩივარზე ჯიჯი გიმნაზიის  დირექტორი რეაგირებას ახდენს 1 თვის ვადაში;
  4. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და ჯიჯი  გიმნაზიის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 39. პრივილეგიების დაუშვებლობა


ჯიჯი გიმნაზიის არც ერთი მოსწავლე არ სარგებლობს  განსაკუთრებული პრივილეგიით (სასწავლო პროცესის გაცდენისას  ჯიჯი გიმნაზიის  მიერ დადგენილი სანქციების გამოყენება, ღონისძიებებში ჩართულობის ხელმისაწვდომობა,მოსვლა-წასვლის რეჟიმი, ჯიჯი გიმნაზიაში დადგენილი წესის – ფორმის ტარების დაცვა და ა.შ.), გარდა იმ შემთხვევისა, რაც უკავშირდება მოსწავლის ჯანმრთელობის, ფსიქო-ემოციური თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებას მოზარდის სრულფასოვანი განვითარებისათვის.


თავი 13. დასკვნითი დებულებები


მუხლი 39. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა:


  1. შინაგანაწესს ამტკიცებს ჯიჯი გიმნაზიის დირექტორი;
  2. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მოსწავლეებისათვის, ჯიჯი გიმნაზიაში დასაქმებული და გიმნაზიის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის;
  3. ჯიჯი გიმნაზიის საცნობი ნიშნების (ლოგო და სხვა) გამოყენება დასაშვებია ჯიჯი გიმნაზიის დირექციის თანხმობითა და კორპორატიული ბრენდინგის გზამკვლევით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
  4. შინაგანაწესში ცვლილების შეტანა ხდება ჯიჯი გიმნაზიის მონაწილეთა (დასაქმებული, მოსწავლე, მშობელი) ინიციატივის საფუძველზე დირექციის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში;
  5. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით;
  6. მოსწავლე და მისი მშობელი/კანონიერი წარმომაგენელი ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტურონ საკუთარი ხელმოწერით.
21 აგვისტო, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.