error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
სოციალური რუბრიკა: -“ასეო, ისეო..”. ჭორი-2
სოციალური რუბრიკა: -“ასეო, ისეო..”. ჭორი-2
სოციალური დებატი, სოციალურ ქსელში.
("იმიჯზე ზრუნვის" პროექტის ფარგლებში).
============================
ვაგრძელბთ დებატებს, რუბრიკის განხილვას - "ჩვენზე ამბობენ -ასეო,ისეო..", და ამ შემთხვევაში გავაერთიანებთ სწავლებისა და პედაგოგთა კვალიფიკაციის საკითხებს, მათი მჭიდრო ურთიერთდაკავშირებულობის გამო.
"ხმა დადის", რომ ჯიჯიში:
- სწავლების დონე არ განსხვავდებაო სხვებისგან;
- პედაგოგთა ანაზღაურება დაბალია და მოთხოვნები კი დიდიაო. - მასწავებლების კვალიფიკაციაც არასაკმარისიაო.
მოკლე პასუხი: - გეთანხმებით,დროის გამოწვევებიდან გამომდინარე ჯიჯიში მაღალი მოთხოვნებია, ამ მოთხოვნებთან მიმართებაში -სწავლის დონეც, კვალიფიკაციაც და ანაზღაურებაც არასაკმარისია, მაგრამ არსებულ მდგომარეობასთან შედარებით ჯიჯი მნიშვნელოვნად დაწინაურებულია
წარმოშობის წყაროები:
შური; პოპულარობა; ყოფილი პედაგოგების წუხილი;
გამავრცელებელი წყარო:
1) ჯიჯიში ვერ მოხვედრილები და ყოფილი ჯიჯიელების ნაწილი, ვინც კრილოვისა არ იყოს დაიკვეხა:
"რომ არ ვსჭამე, კარგი ვქენი, გეფიცებით შვილებსაო:
მკვახე იყო ის ყურძენი და მომკვეთდა კბილებსაო!";
2) ადამიანები, რომლებსაც არ/ვერ აღუქმიათ ახალი ეპოქის მიდგომა;
3) მშობლების ნაწილი, რომელიც ჯიჯიში შექმნილი უნიკალური შესაძლებლობების გამო მცირე დროში სასწაულებრივ შედეგებს მოელის.
ჯიჯის კომენტარი:
=================
განათლება - უპირველეს ყოვლისა, გარემო სამყაროში ინფორმაციის მოპოვების, მიღების, გააზრების, ცხოვრებაში სწორი გამოყენების და შემდგომი თაობისთვის გადაცემის მექანიზმია,. არსებობს ამ ცნების განსხვავებული განმარტებები, მაგრამ ძირითადი არსი მაინც ესაა.
ჯერ იყო მასწავლებელი (ოსტატი, მოძღვარი), რომელმაც თანდათანობით, სწავლებისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტი მოიშველია. მაგალითად ქაღალდი, წიგნი, საწერი ნივთები და სხვა. ოსტატი, თავის ცოდნას, რომელიც მიიღო თავისი ოსტატიდან, გადასცემდა სხვას - ერთს ან რამოდენიმე მოზარდს.
საოცრება ისაა, რომ, დღეს მათ კვლავინდებურად და უცვლელად იყენებენ. ეს მაშინ, როცა ზემოთ მოცემული ინსტრუმენტები დაძველდა და ახალი, ციფრული ინსტრუმენტები გაჩნდა. დადგა ინფორმაციული ერა. დღევანდელი სასწავლო პროცესი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ახალი, უკვე კარებთან მომდგარი, დროის მოთხოვნას.
აი, რას წერს თავის წიგნში -"მომავლის ფიზიკა", ამერიკელი პროფესორი, მიტიო კაკუ: - "სულ რაღაც 5-7 წელში, განათლება დაეყრდნობა ინტერნეტ-ტექნოლოგიებს, და რაც მთავარია, სწავლა, უკვე არ იქნება დამახსოვრებაზე ბაზირებული. ყველა ინფორმაცია შეიძლება მოთავსდეს პაწაწა სათვალეებში (გოოგლე გლასს), რომლის მართვას მოსწავლე ადვიალად შეძლებს წამწამებით.
რა თქმა, უნდა ბატონი კაკუს მოსაზრება, შეიძლება დოგმა არ იყოს ჩვენთვის, მაგრამ ის მეთოდი, როცა ერთი ადამიანი მეორესთვის ცოდნის ერთადერთი ან ძირითადი წყარო იყო, წარსულს უნდა ჩაბარდეს. ტვინიც არ უნდა გადაიტვირთოს არასჭირო ინფორმაციებით. Gოოგლე გლასს ტიპის, პაწაწა სათვალეებში ჩაიყრება ყველანაირი ინფორმაცია და მოსწავლე ადვილად შეძლებს მისთვის საჭირო ინფორმაციის ამოტვირთვას. დანაზოგი ენერგია კი უნდა მიემართოს ტვინის იმ ველებისა და უნარების განვითარებისკენ, რომლებიც კომპიუტერებისა და რობოტებისთვის ხელმიუწვდომელია: ანალიზი, არგუმენტირება, წარმოსახვა, კრეატიულობა, ლიდერობა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება და სხვა.
ასეთ სწრაფ ტექნოლოგიურ განვითარებას მოყვება პედაგოგის როლის შეცვლა ზემოთმოცემული პროცესების ათვისებაში.სულ მალე, იმ სახის პედაგოგი, როგორიც, დღეს, სასწავლო დაწესებულებებში მოღვაწეობს, უკვე არ დასჭირდება სისტემას. მათ შეცვლიან თანამედროვე ტექნოლოგიები. ხომ უკვე გვიხარია და თან გვიკვირს, როცა პატარა ბავშვი უპრობლემოდ მართავს გაჯეტებს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ უახლოეს მომავალში სწორ განათლებას ის ბავშვი მიიღებს, რომელიც თვითგანათლებას შეძლებს. თუ მოსწავლეს დასჭირდება დამატებითი კონსულტაცია, მიადგება დიდ ეკრანს - "საინფორმაციო კედელს" და გადმოტვირთავს ნებისმიერ, მისთვის სასურველ ინფორმაციას. ასეთი "კედლები" უკვე არსებობს ამერიკის ერთერთი წამყვანი უნივერსიტეტის საექსპერიმენტო ლაბორატორიაში, რომელიც უზრუნველყოფს, ნებისმიერი ქვეყნის, წამყვანი პროფესორების კონსულტაციებს, ერთ საკითხზე სხვადასხვა მიდგომით, ენაზე და მეთოდიკით.
ასეთი "ნათელი მომავლის" დახატვა იმიტომ დაგვჭირდა დღეს, რომ ხმამაღლა განვაცხადოთ: -ჯიჯის მენეჯმენტს ესმის, რომ დღეს ან ხვალ, განათლების სისტემაში (და არა მარტო) არსებული სტანდარტების შეცვლა, აუცილებელი და გარდაუვალი იქნება, და მაწავლებლის როლი, ფუნქცია მნიშვნელოვნად შეიცვლება.
პედაგოგის როლი, სწავლებიდან, გადავა "სწავლის სწავლაზე". მისი ძირითადი ფუნქცია, მომავლის ბავშვის დაკვალიანება გახდება იმ რთულ, მაგრამ გარდაუვალ, ტექნოლოგიურ, შემეცნებით სივრცეში.
ასეთი ამოცანის დასახვისას და მისი განხორციელებისას, ჯიჯის მენეჯმენტის სურვილი, სათანადო კადრების მოპოვებაზე, რა თქმა უნდა საკმარისი არაა. დღეს, მომავლის პედაგოგების მომზადება არ ხდება. ჯიჯი, საიდუმლო არაა, ეროვნული სტანდარტების დაცვასთან ერთად, დღეისთვის ცდილობს თანამედროვეობის გამოწვევებით შთაგონებული და დამფუძნებლისა და დირექციის მიერ ინიცირებული ექსპერიმენტული, ეგრეთ წოდებული -"ჯიჯის პედაგოგიკის" წინდახედულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ფორმირებას.
"ჯიჯის პედაგოგიკის" მხოლოდ ერთ მიმართულებას გაგიმხელთ - პროექტული სისტემა. ჯიჯიში არსებობს, სპეციალური, საპროექტო სამსახური, რომელსაც კურირებს დირექტორის ერთერთი მოადგილე, სპეციალურად ამ მიმართულების კურატორი. ასეთი ძვირადღირებული მიდგომა ამართლებს თავს. ჯიჯიში ყველას შეუძლია შემოიტანოს ნებისმიერი ინიციატივა პროექტის სახით, რომელსაც შეაფასებს კომისია, როგორც ფინანსურად, ასევე მისი ეფექტურობის კუთხით.
ჯიჯიში, გასულ წელს 48 შემეცნებითი პროექტი განხორციელდა. მიმდინარე სასწავლო წლისთვის დამტკიცებულია 72 პროექტი. (ქვეპროექტების არჩათვლით)
ჯიჯის პროექტული სისტემა ცალკე მოსაყოლი, დიდი თემაა. დღეს, მხოლოდ იმას გავუსვათ ხაზი, რომ ჯიჯიში, უსაზღრო ანაზღაურების მიღების უამრავი მეთოდი არსებობს, რომელსაც, რა თქმა უნდა სხვა, და უფრო დიდი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე ეროვნული გეგმით გათვალისწინებული გაკვეთილების, საბჭოთა პედაგოგიკის დონეზე ჩატარებას. ვინც ახალი მიდგომა ვერ აიტანა, ან არ ისურვა დამატებითი შრომა - გაექცა სიტუაციას. "ანაზღაურება დაბალიაო და მოთხოვნები დიდიო" - ეს "ხმა", ახალ მიდგომბსა და მეტ მოთხოვნებზე თავარიდებული, ჯიჯის ზოგიერთი ყოფილი მასწავლებლის, არასწორად ტრაქტირებული წინადადებაა.
ჯიჯიში არსებობს ანაზღაურების მიღების რამოდენიმე შესაძლებლობა - დაწესებულია მხოლოდ ქვედა (სტანდარტული) ზღვარი, ზედა ზღვარს კი თავად პედაგოგი განსაზღვრავს თავისი აქტივობებითა და მიღწევებით. პედაგოგთა დიდი ნაწილი აქტიურად სარგებლობს ამ შესაძლებლობით.
ჯიჯიში ანაზღაურებაც და მოთხოვნებიც სხვადასხვანაირია და შესაბამისად, ურთიერთ დამოკიდებული. ჯიჯის მენეჯმენტი ამაყად აცხადებს, რომ მისი პედაგოგთა მეტი ნაწილი მომავლის პედაგოგებია, რომლებსაც ესმით ჯიჯის არსი და ახლისკენ მისწრაფება.
პედაგოგის გარდა განათლების სფეროში შედეგებს სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავენ, მათ შორის მნიშვნელოვანია გარემო. არავინ დაობს, რომ ჯიჯიში შექმნილია უნიკალური ხელშემწყობი გარემო მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოტენციალის გამოვლენა განვითარებისათვის. რაც შეეხება სწავლა - სწავლების შედეგს, ჯიჯის მენეჯმენტი მუდმივად უწევს მონიტორინგს, როგორც პროცესს, ასევე შედეგებს, მათ შორის გარე ორგანიზაციების მეშვეობით, მონიტორინგის შედეგები ადასტურებენ მნიშვნელოვან პროგრესს. აქ ყველა პოულობს თანდაყოლილი მიდრეკილებების, პოტენციის გამოვლენისა და რეალიზების გზასა და საშუალებას, თუმცა ასეთ პირობებშიც ყველა, ყველაფერში საუკეთესო ვერ გახდება, როგორც ეს ჩვენ, მშობლებს გვსურს ხოლმე.
P.S.1 - სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში მასწავლებლის კვალიფიკაციის დონისა და მისი შრომის შედეგების შეფასება ძირითადად ხდება ორი კრიტერიუმით: - სარეპეტიტოროდ აყვანილი მოსწავლეთა რაოდენობით და ეროვნული გამოცდისთვის მომზადების დონით. ასეთი მიდგომა. პროფესორ - მიტიო კაკუს, ნამდვილად გააოცებოდა. Smile
P.S.2 – ჯიჯიში სწავლების, პედაგოგთა კვალიფიკაციისა და ანაზღაურების დონის სხვა სკოლებთან შედარება არასწორი იქნება. ერთადერთი შეიძლება ვთქვათ, რომ ჯიჯიში ეს ყველაფერი განსხვავებულია და ჯიჯი ის სკოლაა, სადაც მოსწავლეები სიხარულით მოდიან. უფრო მნიშვნელოვან შედეგებს კი მოვიმკით რამოდენიმე წელიწადში, როცა ჯიჯის თანამედროვე სამყაროსათვის აუცილებელი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი კურსდამთავრებულები საკუთარ წარმატებას ქვეყნის წარმატებად გადააქცევენ.
P.S. - ჯიჯი გახსნილია ყველა მსურველისთვის, ვინც მის არსს გაუგებს და ახალ მიდგომებს ააღიარებს.
აი, ჭორებსაც ხომ ვპასუხობთ :)
=======================
რუსლან საყვარელიძე Smile
19 ოქტომბერი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.