იმ სიახლეთაგან, რომლებიც გიმნაზიაში ინერგება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თვითგანათლების პრინციპების შერწყმა ფორმალურ განათლებასთან.
გეოგრაფიის სწავლებაში ამ მიდგომის ინტეგრაციის მაგალითზე დადებითი შედეგები უკვე წარმოჩინდა.
მოსწავლეებმა აირჩიეს მათთვის საინტერესო თემები და თვითგანათლების გზით დაამუშავეს ისინი: მოიძიეს ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები, გაეცნენ და დაახარისხეს ინფორმაცია, გაანალიზეს და ჩამოაყალიბეს საპრეზენტაციოდ. წინა შეხვედრებზე განიხული იყო დიდ აფეთქებასთან და სოფლის მეურნეობის მნიშვნელობასთან დაკავშირებული საკითხები.
დღეს გაიმართა პრეზენტაცია და განხილვა თემაზე: " საქართველოს კუთხეები". მერვეკლასელი თიკა მაისურაძემ მიმოიხილა და მოკლედ დაახასიათა თითოეული კუთხე. თანატოლებმა პრეზენტატორს დაუსვეს და თავადაც უპასუხეს საკითხის გარშემო დასმულ შეკითხვებს, ბოლოს წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმით შეაფასეს პრეზენტაციები.
განხილვამ გამოავლინა ახალი თემები და საკითხები, რომლებიც უფრო ღრმა დამუშავებას მოითხოვენ.
კერძოდ, რატომ შეიძლება საქართველოს მრავალფეროვნება განვიხილოთ მისი სიძლიერის და არა სისუსტის წყაროდ?
აღნიშნულ საკითხს შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებულად სხვა მოსწავლე წარმოადგენს.
"სწავლა უფრო საინტერესო, სახალისო და იმავდროულად სიღრმისეული ხდება, მოსწავლეები ქმნიან საკუთარ პროდუქტს, რომელშიც ინდივიდუალური და გუნდური ძალისხმევა ერთიანდება"-აცხადებს გეოგრაფიის მასწავლებელი ქალბატონი ნანა ჯაბურია.