ღურწკაიას გიმნაზია (GG) აცხადებს წინასწარ რეგისტრაციას რუსულ სექტორზე სწავლის მსურველთათვის რუსულენოვანი ბავშვების მოთხოვნის შესწავლისა და დაწყებით განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნი.
13 მარტი, 2013 წ.
ღურწკაიას გიმნაზიაში (GG) დაწყებით საფეხურზე სწავლის მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო.
თითოეულ ჯგუფში ადგილები შეზღუდულია 12-16 მოსწავლით.
13 მარტი, 2013 წ.
ღურწკაიას გიმნაზიაში (GG) დაწყებით საფეხურის წამყვანი საგნების მასწავლებლობის კანდიდატები უკვე გამოვლენილია.
12 მარტი, 2013 წ.
ღურწკაიას გიმნაზიის (GG) დელეგაცია, რომელიც შედგებოდა ინვესტორთა ჯგუფის, მზრუნველთა საბჭოს და დირექციის წარმომადგენლებისგან, მონაწილეობდა 2013 წლის 19-23 თებერვალს კელნში გამართულ განათლების საერთაშორისო გამოფენაში.
25 თებერვალი, 2013 წ.
ღურწკაიას გიმნაზიაში (GG) პედაგოგობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი უმაღლესი განათლების სერთიფიცირებული ან ეროვნულ ცენტრში სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის 28 თებერვლამდე რეგისტრირებული პედაგოგები. რეგისტრაცია წარმოებს მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ცაიშვილის 32. ტელ: 593 622 247 gg-school.ge
25 თებერვალი, 2013 წ.
5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახლადაშენებული მასწავლებლის სახლი გახსნა.
29 ნოემბერი, 2011 წ.
მასწავლებლის სახლში არსებულ თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში ილია ვეკუას სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ფიზიკის გაკვეთილი ჩაუტარდათ. გაკვეთილის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე გაეცნო.
18 ნოემბერი, 2011 წ.