ღურწკაიას გიმნაზიის (GG) დელეგაცია, რომელიც შედგებოდა ინვესტორთა ჯგუფის, მზრუნველთა საბჭოს და დირექციის წარმომადგენლებისგან, მონაწილეობდა 2013 წლის 19-23 თებერვალს კელნში გამართულ განათლების საერთაშორისო გამოფენაში.
ეს არის მსოფლიოში უდიდესი გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და განათლების სფეროს უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება. მასზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 8000 ექსპონენტი 20 ქვეყნიდან. დელეგაციის წევრები გაეცნენ როგორც უცხოეთის არსებული საგანმანათლებლო პრაქტიკას, ასევე სფეროს იმ უახლეს მიღწევებს.
რამდენიმე წამყვან ევროპულ კომპამინიასთან, რომლებთანაც მიღწეულ იქნა თანხმობა პარტნიორობაზე. საუბარია გიმნაზიის უზრუნველყოფაზე ულტრა თანამედროვე სასკოლო ავეჯითა და ინვენტარით, ასევე სამეცნიერო-ლაბორატორიული ხელსაწყოებითა და ინსტრუმენტებით, რომლებიც პასუხობენ მოსწავლეთა და პერსონალის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მხრივ წაყენებულ ევროპულ სტანდარტებს.
გიმნაზია მონაწილეობდა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შარშან ჩატარებულ მსგავს ღონისძიებაში. შედეგად უკვე შეძენილია ნოვაციური ინტერაქტიური ელექტრონული დაფები და დისტანციური მართვის პულტები. გიმნაზიაში ყველა კლასი „მომავლის კლასის“ დონეზე აღიჭურვება.